რუსეთ - უკრაინის ომის, საქართველოს და მსოფლიოს სიახლეები LIVE რეჟიმში.
კონტაქტი: https://t.me/vol202Bot
ჩვენი ჩატი: https://t.me/vol20chat
18+ არხი: https://t.me/vol218
არხის მხარდაჭერა:
BOG: #GE48BG0000000537413605
TBC ბანკი: #GE97TB7376245061600053
Last updated 3 days, 4 hours ago
Last updated 1 month ago
੭ৎ -- 𑄜wner @chokukw6 ( !! )
брать симвꪫлы с п𑄜дписк𑄜й, пꪫ желанию с 𑄜тметк𑄜й !! 𓆩♡゙𓆪
• прайс @prachoko
Last updated 2 months, 1 week ago
ერთი სიტყვით, ტრამპმა მოიგო, რაც საქართველოსთვის და მთელი ჩვენი რეგიონისთვის ნიშნავს შემდეგს:
ტრამპისტების ხაზგასმული პოზიცია იყო, რომ ამერიკისთვის მთავარ საფრთხეს და გეოპოლიტიკურ მეტოქეს ჩინეთი წარმოადგენს და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებით რუსეთ-ჩინეთის დაახლოების პროცესის შეჩერებას უნდა ეცადონ.
ასევე, პირველ რიგში, ამ კონტექსტიდან გამომდინარე და სტრატეგიული უპერსპექტივობიდან გამომდინარე უკრაინის ომს მიიჩნევდნენ მნიშვნელოვან პრობლემად, ღიად ლანძღავდნენ ბაიდენის ადმინისტრაციას და ზელენსკის მთავრობას უკრაინისთვის გამოყოფილი დიდი დაფინანსების გამო და ომის სწრაფად დასრულების პირობას დებდნენ.
ამიტომ აქ მოსალოდნელია, რომ უკრაინას აიძულებენ მისთვის ძალიან წამგებიან პირობებზე ზავს და კონფლიქტის გაყინვას დათანხმდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტი გაგრძელდება ამერიკის მხრიდან ბევრად შემცირებული დახმარების პირობებში.
ორივე ვერსია უკვე ახლა საბრძოლო რესურსების მწვავე დეფიციტის პირობებში მყოფი უკრაინისთვის კატასტროფულია.
ანუ უკრაინა ან თვითონ აღიარებს დამარცხებას და დათმობს ტერიტორიების ნაწილს, ან ფრონტი ჩამოეშლება და საბოლოო ჯამში კიდევ უფრო მეტ ტერიტორიებს დათმობს - ფაქტიურად მხოლოდ ეს ორი პერსპექტივა იკვეთება ახლა უკრაინის მიმართულებით.
ჩვენი ქვეყნისთვის ტრამპის გამარჯვება ნიშნავს, რომ საქართველოზე გავლენის გამო რუსეთთან დაძაბვას და ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევით რუსეთთან კონფრონტაციული პოლიტიკის იძულებას აღარავინ ეცდება. ამიტომ მედასავლეთე ოპოზიცია რაღაც პერიოდი ნერვიულობის უიმედო იმიტაციას ეცდება ქუჩაში, საზოგადოების მთელი ეს ფლანგი ძალიან მალევე მოტყდება მორალურად და მათ მიერ არჩეული პარტიები მორჩილად შევლენ "ბუტკაში" კი არა და პარლამენტში.
და მიუხედავად იმისა, რომ პროდასავლური იდეის სრული გაკოტრება ამის იდეალურ შესაძლებლობებს შექმნის, ოცნება, რა თქმა უნდა, არანაირ კოლექტიურ ნაცებს არ დაასრულებს, პირიქით შეინახავს, რადგან კოლექტიური ნაცების არსებობა ოცნების მმართველობის გახანგრძლივების გარანტიაა.
ერთი სიტყვით, გეოპოლიტიკური და იდეოლოგიური თვალსაზრისით რასაც ამდენი ხანი ვიძახდით, ის ხდება რეალურად - ტრამპმა მოიგო, უკრაინა განწირულია, საქართველოს ამერიკა რუსეთს შეატოვებს, აქ დასავლური გავლენები მკვეთრად შემცირდება და მკვეთრად გაიზრდება რუსული გავლენა.
მოსწონს ეს პროგნოზები ვინმეს თუ არ მოსწონს, ობიექტური რეალობა უბრალოდ ვიღაცების ოცნებებით და სურვილებით არ განისაზღვრება, ობიექტურ რეალობას თავისი ლოგიკა გააჩნია და მხოლოდ მისთვის თვალის გასწორებით და გააზრებით გვაქვს შანსი ამ ძალიან სახიფათო გარემოში შესაძლო ვერსიებიდან ყველაზე წარმატებული და უსაფრთხო გზა ავირჩიოთ.
❗️მაშ ასე - ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი - დონალდ ტრამპი!
გვჭირდება ახალი ბაზა!!!
მოგესალმებით ყველას. იცით, რომ ძველი ტელევიზია და პარტიული ოფისი დავხურეთ რადგან არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მათი შენახვა შეუძლებელი იყო.
ახლა ყველაფერი ნულიდან უნდა დავიწყოთ .
სხვანაირად და სხვაგან.
ამისთვის პირველ რიგში ბაზა გვჭირდება. ადგილი სადაც ავაწყობთ სტუდიას და სამუშაო სივრცეს.
ამიტომ: ჩვენს მხარდამჭერებში თუ გაქვთ ვინმეს თავისუფალი ფართი თბილისში, რომლის უსასყიდლოდ ან შეღავათიან ფასში ჩვენი საქმისთვის დათმობაც შეგიძლიათ, შეგვეხმიანეთ. სასურველია ცენტრიდან ძაააან შორს არ იყოს და იმგვარი სივრცე იყოს სადაც სტუდიის მოწყობა და ოფისის ფუნქციონირება იქნება შესაძლებელი
ინფორმაცია დაგვიტოვეთ კომენტარებში.
ყველას დიდი მადლობა თანადგომისთვის.
გამოიწერეთ მამა ბასილ ახვლედიანის ტელეგრამ არხი:
ეს არ იყო ჩვენთვის უბრალოდ პოლიტიკური ბრძოლა,
ეს იყო ჩვენთვის ერთი დიდი ოჯახი.
მერიდება იმ ხალხის, ვინც ასეთი იმედით იყო აღვსილი და ამდენი ჩადო საერთო ბრძოლაში, ჩვენ კი ის შედეგი ვერ დავდეთ, რისთვისაც ვიბრძოდით.
ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ძალები საკმარისი არ აღმოჩნდა.
ფილმებში მსმენია ფრაზა - "ჩემთვის პატივი იყო თქვენთან ერთად ბრძოლაო".
ჰოდა ჩემთვის პატივი იყო თქვენთან ერთად ბრძოლა მეგობრებო, და ამაყი ვარ, რომ 50 ათასი ვყოფილვართ ამ ქვეყანაში.
ქუდზე კაცი ვირაზმებით არჩევნებზე!
ერთად წავართვათ მედასავლეთეებს ევროპელობა და დავუბრუნოთ ქართველობა!
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - ნომერი 8 !!!
შიგევროპელების მაიდანი მზადდება!
❗მეობრებოო, მაქსიმალურად მოვიწონოთ და გავაზიაროთ ეს ვიდეო. არ გადმოვწეროთ და არ დავდოთ ცალკე. მხოლოდ გავაზიაროთ👇
https://www.facebook.com/100095361766480/videos/1213840273236756
მიმართვა პატიმრებს
⚜ საქართველოში მოსალოდნელი განსაცდელების თავიდან აცილების მიზნით, სასულიერო პირები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ერთობლივი ლოცვისთვის შეიკრიბნენ, აღევლინა პარაკლისი.
ქადაგება ქვეყანაში არსებულ პრობლემებს შეეხებოდა, ასევე მამებმა დალოცეს დიდი ეროვნული ერთობა და პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული მამულიშვილები.
რუსეთ - უკრაინის ომის, საქართველოს და მსოფლიოს სიახლეები LIVE რეჟიმში.
კონტაქტი: https://t.me/vol202Bot
ჩვენი ჩატი: https://t.me/vol20chat
18+ არხი: https://t.me/vol218
არხის მხარდაჭერა:
BOG: #GE48BG0000000537413605
TBC ბანკი: #GE97TB7376245061600053
Last updated 3 days, 4 hours ago
Last updated 1 month ago
੭ৎ -- 𑄜wner @chokukw6 ( !! )
брать симвꪫлы с п𑄜дписк𑄜й, пꪫ желанию с 𑄜тметк𑄜й !! 𓆩♡゙𓆪
• прайс @prachoko
Last updated 2 months, 1 week ago