შოთა მარტინენკო / Shota Martinenko

Description
We recommend to visit

ამ არხზე ვრცელდება 18+ მძიმე კადრები.

არხის გამოწერით თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ სრულწლოვანი (18 წელს ზემოთ).

ჩვენი მთავარი არხი: t.me/gvol20

Last updated 1 month ago

੭ৎ -- ?wner @chokukw6 ( !! )
брать симвꪫлы с п?дписк?й, пꪫ желанию с ?тметк?й !! ?♡゙?
• прайс @prachoko

Last updated 5 months, 2 weeks ago

1 month, 1 week ago
ნატოს ერთი წევრი მეორე წევრს ტერიტორიის …

ნატოს ერთი წევრი მეორე წევრს ტერიტორიის წართმევით ემუქრება.
მაგრამ, პროდასავლელი ქართველი ენთუზიაზმს, მაინც არ კარგავს, მიუწვდომელი ნატოს იდეას, ჯიუტად, ბოლომდე გულში ატარებს.

https://t.me/altinfonews/50622

1 month, 1 week ago

გვარამიას პარტიამ და ლელომ პარლამენტის მანდატების დატოვებაზე განცხადებები რომ დაწერეს, ქართული ოცნება რატომ არ უკმაყოფილებს მაგ განცხადებებს? ასე ასრულებენ ესენი ნაცებს?

აა, მივხვდი, არჩევნების წინ ნაცების დასრულებას რომ გვპირდებოდნენ, მანდ ალბათ უბრალოდ იმას გულისხმობდნენ, ნაცებს სულ ძალით დავტოვებთ პარლამენტში და ამით მორალურად დავასრულებთო.
კაცს რომ პარლამენტარობა არ უნდა და ძალით ტოვებ პარლამენტარად, იმის ცხოვრებას მერე აბა რაღა აზრი აქვს...

1 month, 2 weeks ago

მოწინააღმდეგე მხარის დეჰუმანიზაციით, მტრებად გამოცხადებით და მათთან ყოველგვარი კომუნიკაციის შესაძლებლობის ჩაჭრით ის ხალხი არ გაქრება.
ეგრე ცდილობდნენ ჩვენი, კონსერვატორების დეჰუმანიზაციას და გარიყვას მედასავლეთეები, მაგრამ ჩვენ გავქრით? პირიქით უფრო მეტი მობილიზაცია მოვახდინეთ, დავორგანიზდით და ახლა საერთოდ კონსერვატიულ დღის წესრიგზე ალაპარაკდა ლიბერალური მთავრობაც კი და ეს ცვლილება თავისით არ მომხდარა, მას პოლიტიკური და საინფორმაციო ბრძოლა დასჭირდა.
უნდა გვესმოდეს, რომ ეგრევე არ გაქრება დღევანდელი პოლიტიკური რელობით უკმაყოფილო ხალხი, მათ შორის მედასავლეთეები, მითუმეტეს რომ ახლა ძალიან ბევრი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური საკითხია ობიექტური უკმაყოფილების არსებობისთვის.
პოლიტიკური ბრძოლის მოგება და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გამარჯვება თუ გვინდა, ჩვენ რეალური პოლიტიკური ალტერნატივა უნდა შევქმნათ ამ ხელისუფლების მიმართაც და მედასავლეთეების მიმართაც და პოლიტიკურ დისკუსიაში უნდა მოვახერხოთ უკმაყოფილო საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, რომ არსებობს სხვა, გაბატონებულ პოლიტიკურ კლასზე უკეთესი ალტერნატივა.
სხვანაირად აგერ უკვე ცამეტი წელია ერთ წრეზე ტრიალებს ქვეყანა, უკმაყოფილო ხალხი არათუ არ იკლებს, მხოლოდ იმატებს და მათი დიდი ნაწილი კოლექტიური ნაცების მხარეს გადადის და სულ ასე ვიქნებით, სანამ სწორი დასკვნების გაკეთებას არ დავიწყებთ.
ვიღაცა რომ გაჭირვებით, ფეოდალიზმით და უსამართლობით უკმაყოფილოა, იმას - მოდი თავპირი დავალეწოთ და ბოლოს ჩემსკენ გადმოვა, ბრაზი გაუქრება და შემიყვანებს, - სწორი და ადეკვატური მოლოდინი არ არის.
იმას თუ სამართალი არ შესთავაზე და ხვალ ხალხის ფული ფეოდალების ჯიბის მაგივრად მისი შვილების კეთილდღეობაზე როგორ უნდა მიიმართოს, მაგისი გზა არ აჩვენე, ისე ის კიდევ უფრო გამწარდება და სიმწრით შეიძლება კოლექტიურ ნაცებსაც მიეკედლოს.
ქვეყანაში 800-900 ათასი კაცი კი ვიღაცა არ არის, ეს უკვე ქვეყნის თითქმის ნახევარია, ნუ ვიქნებით ილუზიებში.
ამიტომ აქ ერთად-ერთი რეალური გამოსავალი დაუსრულებელი პოლიტიკური კრიზისიდან საზოგადოების უკმაყოფილო ნაწილისთვის არანაცური და არაქოცური პოლიტიკური ალტერნატივის შეთავაზებაა, სხვანაირად მარად ნაცების ვერდამსრულებელი ფეოდალიზმის დაწყვლილ წრეზე იტრიალებს ქვეყანა კიდევ ძალიან დიდი ხანი.

4 months ago
ერთი სიტყვით, ტრამპმა მოიგო, რაც საქართველოსთვის …

ერთი სიტყვით, ტრამპმა მოიგო, რაც საქართველოსთვის და მთელი ჩვენი რეგიონისთვის ნიშნავს შემდეგს:

  1. ტრამპისტების ხაზგასმული პოზიცია იყო, რომ ამერიკისთვის მთავარ საფრთხეს და გეოპოლიტიკურ მეტოქეს ჩინეთი წარმოადგენს და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებით რუსეთ-ჩინეთის დაახლოების პროცესის შეჩერებას უნდა ეცადონ.
    ასევე, პირველ რიგში, ამ კონტექსტიდან გამომდინარე და სტრატეგიული უპერსპექტივობიდან გამომდინარე უკრაინის ომს მიიჩნევდნენ მნიშვნელოვან პრობლემად, ღიად ლანძღავდნენ ბაიდენის ადმინისტრაციას და ზელენსკის მთავრობას უკრაინისთვის გამოყოფილი დიდი დაფინანსების გამო და ომის სწრაფად დასრულების პირობას დებდნენ.
    ამიტომ აქ მოსალოდნელია, რომ უკრაინას აიძულებენ მისთვის ძალიან წამგებიან პირობებზე ზავს და კონფლიქტის გაყინვას დათანხმდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტი გაგრძელდება ამერიკის მხრიდან ბევრად შემცირებული დახმარების პირობებში.
    ორივე ვერსია უკვე ახლა საბრძოლო რესურსების მწვავე დეფიციტის პირობებში მყოფი უკრაინისთვის კატასტროფულია.
    ანუ უკრაინა ან თვითონ აღიარებს დამარცხებას და დათმობს ტერიტორიების ნაწილს, ან ფრონტი ჩამოეშლება და საბოლოო ჯამში კიდევ უფრო მეტ ტერიტორიებს დათმობს - ფაქტიურად მხოლოდ ეს ორი პერსპექტივა იკვეთება ახლა უკრაინის მიმართულებით.

  2. ჩვენი ქვეყნისთვის ტრამპის გამარჯვება ნიშნავს, რომ საქართველოზე გავლენის გამო რუსეთთან დაძაბვას და ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევით რუსეთთან კონფრონტაციული პოლიტიკის იძულებას აღარავინ ეცდება. ამიტომ მედასავლეთე ოპოზიცია რაღაც პერიოდი ნერვიულობის უიმედო იმიტაციას ეცდება ქუჩაში, საზოგადოების მთელი ეს ფლანგი ძალიან მალევე მოტყდება მორალურად და მათ მიერ არჩეული პარტიები მორჩილად შევლენ "ბუტკაში" კი არა და პარლამენტში.
    და მიუხედავად იმისა, რომ პროდასავლური იდეის სრული გაკოტრება ამის იდეალურ შესაძლებლობებს შექმნის, ოცნება, რა თქმა უნდა, არანაირ კოლექტიურ ნაცებს არ დაასრულებს, პირიქით შეინახავს, რადგან კოლექტიური ნაცების არსებობა ოცნების მმართველობის გახანგრძლივების გარანტიაა.

ერთი სიტყვით, გეოპოლიტიკური და იდეოლოგიური თვალსაზრისით რასაც ამდენი ხანი ვიძახდით, ის ხდება რეალურად - ტრამპმა მოიგო, უკრაინა განწირულია, საქართველოს ამერიკა რუსეთს შეატოვებს, აქ დასავლური გავლენები მკვეთრად შემცირდება და მკვეთრად გაიზრდება რუსული გავლენა.

მოსწონს ეს პროგნოზები ვინმეს თუ არ მოსწონს, ობიექტური რეალობა უბრალოდ ვიღაცების ოცნებებით და სურვილებით არ განისაზღვრება, ობიექტურ რეალობას თავისი ლოგიკა გააჩნია და მხოლოდ მისთვის თვალის გასწორებით და გააზრებით გვაქვს შანსი ამ ძალიან სახიფათო გარემოში შესაძლო ვერსიებიდან ყველაზე წარმატებული და უსაფრთხო გზა ავირჩიოთ.

4 months ago
***❗️***მაშ ასე - ამერიკის შეერთებული შტატების …

❗️მაშ ასე - ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი - დონალდ ტრამპი!

4 months, 1 week ago
გვჭირდება ახალი ბაზა!!!

გვჭირდება ახალი ბაზა!!!

მოგესალმებით ყველას. იცით, რომ ძველი ტელევიზია და პარტიული ოფისი დავხურეთ რადგან არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მათი შენახვა შეუძლებელი იყო.
ახლა ყველაფერი ნულიდან უნდა დავიწყოთ .

სხვანაირად და სხვაგან.

ამისთვის პირველ რიგში ბაზა გვჭირდება.  ადგილი სადაც ავაწყობთ სტუდიას და სამუშაო სივრცეს.

ამიტომ: ჩვენს მხარდამჭერებში თუ გაქვთ ვინმეს თავისუფალი ფართი თბილისში, რომლის უსასყიდლოდ ან შეღავათიან ფასში ჩვენი საქმისთვის დათმობაც  შეგიძლიათ, შეგვეხმიანეთ. სასურველია ცენტრიდან ძაააან შორს არ იყოს და იმგვარი სივრცე იყოს სადაც სტუდიის მოწყობა და ოფისის ფუნქციონირება იქნება შესაძლებელი

ინფორმაცია დაგვიტოვეთ კომენტარებში.

ყველას დიდი მადლობა თანადგომისთვის.

4 months, 1 week ago

გამოიწერეთ მამა ბასილ ახვლედიანის ტელეგრამ არხი:

@mama_basil_akhvlediani

4 months, 1 week ago
შოთა მარტინენკო / Shota Martinenko
4 months, 2 weeks ago

ეს არ იყო ჩვენთვის უბრალოდ პოლიტიკური ბრძოლა,
ეს იყო ჩვენთვის ერთი დიდი ოჯახი.
მერიდება იმ ხალხის, ვინც ასეთი იმედით იყო აღვსილი და ამდენი ჩადო საერთო ბრძოლაში, ჩვენ კი ის შედეგი ვერ დავდეთ, რისთვისაც ვიბრძოდით.
ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ძალები საკმარისი არ აღმოჩნდა.
ფილმებში მსმენია ფრაზა - "ჩემთვის პატივი იყო თქვენთან ერთად ბრძოლაო".
ჰოდა ჩემთვის პატივი იყო თქვენთან ერთად ბრძოლა მეგობრებო, და ამაყი ვარ, რომ 50 ათასი ვყოფილვართ ამ ქვეყანაში.

4 months, 2 weeks ago

ქუდზე კაცი ვირაზმებით არჩევნებზე!

ერთად წავართვათ მედასავლეთეებს ევროპელობა და დავუბრუნოთ ქართველობა!

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - ნომერი 8 !!!

We recommend to visit

ამ არხზე ვრცელდება 18+ მძიმე კადრები.

არხის გამოწერით თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ სრულწლოვანი (18 წელს ზემოთ).

ჩვენი მთავარი არხი: t.me/gvol20

Last updated 1 month ago

੭ৎ -- ?wner @chokukw6 ( !! )
брать симвꪫлы с п?дписк?й, пꪫ желанию с ?тметк?й !! ?♡゙?
• прайс @prachoko

Last updated 5 months, 2 weeks ago