Last updated 3 weeks, 5 days ago
შაიშმელაშვილი ფიქრობს, რომ მზია ამაღლობელი არა დანაშაულის ჩადენის, არამედ იმის გამო დააკავეს, რომ დააშინონ სხვა მედიები.
💬 ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ პოლიციელზე თავდასხმას, პოლიციელის შეურაცხყოფას ყველა ვგმობთ და ცალსახად მიუღებელი არის. ამას არასდროს არავინ არ გაამართლებს, მაგრამ აქ საკითხი არის კონკრეტულ ფაქტზე - რა მოხდა?! მზია ამაღლობელი მიუვარდა პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს და მაშინ მიაყენა შეურაცხყოფა? [...]
იცით რა არის?! აღიზიანებთ ... არიან პიროვნებები, რომლებიც მთავრობას ან მთავრობასთან აფილირებულ პირებს აღიზიანებთ და ეს ადამიანები უნდა განეიტრალდნენ. ასეთი აღმოჩნდა, მაგ შემთხვევაში, ბათუმში, ქალბატონი მზია.
რა გახდა თუნდაც ის, რომ გირაოს სახით გამოეშვათ?! ასეთი რა დანაშაული მიუძღვის, ასეთი როგორი კრიმინალი არის, რომ ადამიანი, რომელიც ათწლეულებია იბრძვის ქართული მედიასივრცისთვის, რომ დაიცვას მათ შორის იმ პოლიციელების [უფლებები], ვინც იქ დგანან - უმრავლესობა, ალბათ, ბავშვები იყვნენ, მზია რომ გარეთ, ქუჩაში დადიოდა და მათი მშობლების ხმას იცავდა", - განაცხადა შაიშმელაშვილმა
მედროშეებს ერჩიან : https://netgazeti.ge/news/761807/
„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სანქცირებული მაღალჩინოსნები ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
სანქცირებული პირები ღირსების ორდენზე „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარადგინეს. https://netgazeti.ge/news/761745/
ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრმა ძამბოლატ თედეევმა ოსურ მედიასთან განაცხადა, რომ “სამხრეთ ოსეთისთვის [დე ფაქტო – რედ.] საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის გახსნა სასარგებლო იქნება”. ოს დეპუტატს მიაჩნია, რომ ახლა გზის გახსნა რუსეთზეა დამოკიდებული. თუმცა, მისივე თქმით, ეს ფაქტი, პირველ რიგში, “დადებითად აისახება ცხინვალის ბიუჯეტზე.” https://netgazeti.ge/news/751005/
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მიმდინარე საპროტესტო ტალღის ფონზე, წინა დღეს დაკავებული ოთხი ოპოზიციონერი, ასლან გვარამია, ომარ სმირი, რამაზ ჯოპუა და გარი კოკაია გაათავისუფლეს. https://netgazeti.ge/news/751265/
? შვედი ეკოაქტივისტი, გრეტა ტუნბერგი, ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა და მიმდინარე პროცესებში ერთვებოდა.
? "ბოლო კვირა გავატარე საქართველოში, ვესაუბრე მამაც აქტივისტებსა და ჟურნალისტებს, რომლებიც დემოკრატიის ეროზიის წინააღმდეგ დგანან. ისინი აპროტესტებენ მთავრობას, რომელმაც გააყალბა ბოლო არჩევნები და თავისუფლებისა და თანასწორობის საფუძვლებს „თავს დაესხა" ამით.
მსოფლიომ საქართველოს ყურადღება უნდა მიაქციოს. ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ მათი ხმა გაიგონონ. ისინი იმსახურებენ შანსს, აირჩიონ თავიანთი მომავალი. ეს არ არის მხოლოდ მათი ბრძოლა - ეს არის ყველა ადამიანის ბრძოლა, ვისაც სჯერა თავისუფლების, თანასწორობისა და სამართლიანობის", - დაწერა მან სოციალურ ქსელში საქართველოზე.
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ტრამპის გამარჯვებით „ქართული ოცნების“ არსებული პრობლემები კიდევ უფრო დამძიმდება https://netgazeti.ge/news/750279/
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება და ბიძინა ივანიშვილს არწმუნებს, რომ აშშ-ის პოლიტიკა პირადად მის და მისი ხელისუფლების მიმართ კიდევ უფრო მკაცრი იქნება
? პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დონალდ ტრამპს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მისალოც ტექსტში კობახიძემ კვლავ ახსენა ტერმინი გადატვირთვა, რომელსაც ის ხშირად იყენებს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების პერსპექტივებზე საუბრისას.
? “ვულოცავ პრეზიდენტ ტრამპს ამ გადამწყვეტ გამარჯვებას არჩევნებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპის ლიდერობა უზრუნველყოფს მშვიდობას გლობალურად და ჩვენს რეგიონში, ისევე როგორც აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას”, – წერს კობახიძე.
❗️❗️საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 29 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიებში წარადგინა საჩივრები, რომლითაც ითხოვს შესაბამის ოლქებში შემავალი ყველა იმ უბნის (2263) შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.
✅საიას განცხადებით, მათ მიერ წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს ხელახალი არჩევნების ჩატარებას, რადგან ტექნოლოგიური უბნების შედეგების ბათილობა არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე.
⭕️საია დავობს, რომ კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას.
Last updated 3 weeks, 5 days ago