დაიბრუნე ხმა!

Description
საინფორმაციო არხი
სტრატეგიები
დეზინფორმაციასთან ბრძოლა
We recommend to visit

საინფორმაციო არხი
სტრატეგიები
დეზინფორმაციასთან ბრძოლა

Last updated 2 weeks, 5 days ago

война, политика

Last updated 2 months, 2 weeks ago

ჩემი ოფიციალური Telegram არხი!!!

Last updated 2 months, 2 weeks ago

2 weeks, 5 days ago
***📍***ევროკავშირის საბჭოს [თავმჯდომარე ქვეყანა პოლონეთი გახდა,](https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/msoflio/90777-evrokavshiris-sabchos-tavmjdomare-qvekana-poloneti-gakhda) …

📍ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა პოლონეთი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობა სოციალურ პლატფორმა X -ზე  ავრცელებს.პოლონეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა უნგრეთისგან გადაიბარა.

📍რუსებს თავისუფლების ეშინიათ, ამიტომ მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ ყველას, ვინც თბილისში თავისი მომავლისთვის იბრძვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საახალწლო მიმართვისას განაცხადა.

📍“ვულოცავ ყველა ქართველს, ყველა ჩვენს ევროპელსა და ამერიკელ მეგობარს, რომლებიც დემოკრატიისა და ევროპული მომავლის გადასარჩენად ჩვენს ბრძოლას მხარს უჭერენ“, - წერს ზურაბიშვილი.

📍საახალწლო მილოცვაში, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი საქართველოსა და რუმინეთის არჩევნებზე საუბრობს. მაკრონი ხალზს უსვამს მანიპულირებას, რომელიც მისი თქმით, აჩვენებს, რომ ჩვენი დემოკრატიის სწორი ფუნქციონირება არასოდეს არ არის გარანტირებული.

2 weeks, 5 days ago
**ყოველდღიური ამბავი**

ყოველდღიური ამბავი

📍დავიბედოთ ერთმანეთი! - 2 იანვარს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ აქცია დაანონსდა. აქციის ორგანიზატორი ჯგუფი “დაიტოვეა“, რომელიც წერს, რომ “წელს ყველამ დაინახა, რომ საქართველოს ჰყოლია თავისუფალი, ღირსეული, ამაყი, პატრიოტი მოქალაქეები, რომლებიც არ იღლებიან და არ ნებდებიან.“

📍“ვისაც იმედი გქონდათ მუხტი განელდება ახალწლის ღამის  მერეო … ესეც ვერ გათვალეთ! ვერ გათვალეთ, ვერც ამერიკის რეაქცია, ვერც ვაიმარის სამკუთხედის განცხადება, ვერც საფრანგეთის პრეზიდენტის მილოცვა , ვერც გერმანიის სანქციები,  ეს კიდევ შეიძლება გასაგები იყოს და უცოდინარობას დავაბრალოთ, მაგრამ საკუთარი  ხალხის ხასიათის, გამძლეობისა და შემართების ვერ გათვლა ეს არავის ეპატიება! დღესაც დგანან, ხვალაც იქნებიან, არ დაიღლებიან!” -წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

📍საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პოლიტიკური ნიშნით კიდევ ერთი თანამშრომელი, ნინო გიორგაძე გაათავისუფლეს. ის წერს, რომ გათავისუფლებას რეესტრის თანამშრომლების პეტიციაზე ხელმოწერას უკავშირებს.

📍წლის პირველი პროტესტი ქუთაისში და უწყვეტი აქციის 35-ე დღე - ქალაქის მერიასთან ევროპული მომავლის მცველები დღესაც შეიკრიბნენ. მოთხოვნები ისევ უცვლელია: ჩატარდეს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებულები. აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი გაგრძელდება მანამდე, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

📍ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით - ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი იანვრის სპექტაკლებსაც აუქმებს.

📍პროტესტის 35-ე დღე - თბილისში, რუსთაველის გამზირი 1-ელ იანვარსაც გადაიკეტა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება. მოქალაქეები ახალ წელს რუსთაველის გამზირზეშეხვდნენ.

📍ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერის აქცია ახალი წლის ღამეს გლდანის საპატიმროსთან გაიმართა. რეჟიმის მიერ საპროტესტო აქციების მსვლელობისას სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული 50-მდე აქტივისტიდან ძირითადი ნაწილი სწორედ გლდანის ციხეშია მოთავსებული.

📍ხალხი, რომელიც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის და ოლიგარქიული რეჟიმის მხარდამჭერები 2025 წლის დადგომას სრულიად განსხვავებულ გარემოში შეხვდნენ და სხვადასხვა ფორმით აღნიშნეს. თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეები, ისევე, როგორც ერთ თვეზე მეტი ხანია, გუშინაც რუსთველის გამზირზე შეიკრიბნენ და, ფაქტობრივად, ჯადოსნურ ღამედ აქციეს ახალი წელი და პოლიტიკური პროტესტი.

📍"ქართულმა ოცნებამ" საკუთარი მხარდამჭერი მუსიკოსები პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში, ავლაბარში შეკრიბა, გამართა კონცერტი აუდიტორიის გარეშე და ჩანაწერი სამთავრობო მედიის ეთერში გაუშვა.

📍დღეიდან, 1-ლი იანვრიდან პენსია 35 ლარით,"ქართული ოცნების" რიგითი დეპუტატის ხელფასი კი 2.5-ჯერ, 11 ათას ლარამდე გაიზარდა. პენსიის შემთხვევაში, ცვლილება შეეხება როგორც 70 წლამდე ასაკის პირებს, რომლებიც 350 ლარს მიიღებენ, ისე 70 წელს გადაცილებულებს, ვისთვისაც პენსია 450 ლარი იქნება.

📍თბილისის მერს, კახა კალაძესა და საქართველოს არალეგიტიმურ პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს 2025 წელს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების თამაში შესთავაზეს. რუსული მედიის ცნობით, ამ ინიციატივით მათ საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მოსკოვის სპარტაკის მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა მიმართა.

📍ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ფორმულას კითხვას უპასუხა გენერალური მდივნის, მარკ რუტეს მიერ ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილ საახალწლო მისალოც წერილთან დაკავშირებით. NATO-ს წარმომადგენლის ოფიციალურ პასუხში წერია, რომ მილოცვას "არანაირი გავლენა აქვს რომელიმე პარტნიორის სტატუსსა ან მათ საარჩევნო პროცესებზე.

📍დღეიდან, 1 იანვარიდან, საქართველოს პარლამენტის წევრების ხელფასები ორმაგდება.პარლამენტარების შრომითი ანაზღაურება 7 000-დან 8 500 ლარამდე უნდა ყოფილიყო, თუმცა საბოლოოდ, ხელფასების ორნახევარჯერ ზრდა მივიღეთ და დღეიდან ყველაზე დაბალი - 11 680 ლარი დაენიშნება დეპუტატს, რომელსაც სხვა საპარლამენტო თანამდებობა არ უკავია.ყველაზე მაღალი ხელფასი კი - 14 600 ლარი - პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.

📍1-ლი იანვრიდან პენსია 35 ლარით, "ქართული ოცნების" რიგითი დეპუტატის ხელფასი კი 2.5-ჯერ, 11 ათას ლარამდე გაიზარდა. პენსიის შემთხვევაში, ცვლილება შეეხება როგორც 70 წლამდე ასაკის პირებს, რომლებიც 350 ლარს მიიღებენ, ისე 70 წელს გადაცილებულებს, ვისთვისაც პენსია 450 ლარი იქნება.

2 weeks, 6 days ago

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

3 weeks, 3 days ago
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო …

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ხმა მთელ საქართველოში გაჟღერდეს.

ამ ინიციატივის ფარგლებში, 30 დეკემბრის ჩათვლით, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა გეძლევათ, თიბისის მობაილბანკში გააზიაროთ, რას უსურვებთ საქართველოს 2025 წელს.

თიბისი მიღებულ სურვილებს შეკრებს და მათ მთელი საქართველოს მასშტაბით გააჟღერებს.

გადადი მობაილბანკში, გააზიარე შენი სურვილი და გააგონე ხმა საქართველოს! NS
https://app.tbcbank.ge/YiId/WishForGeorgia

3 weeks, 3 days ago

📍იდენტიფიცირებულია 4 ცრუ მოწმე პოლიციელი, რომლებიც სასამართლო პროცესებზე იტყუებიან , თეკლა ჯავახაძე - ჩართულია მაია გოგიძის საქმეში;ცოტნე მესხიშვილი - ჩართულია მაია გოგიძის საქმეში; ლაშა ბერაძე - ჩართულია ალექსანდრე დემიანენკოს საქმეში;  და ნუგზარ ტურაშვილი - ჩართულია ირაკლი ფიფიას საქმეში.ცნობისთვის, სწორედ პოლიციელების ჩვენებებზე დაყრდნობით აცხადებენ რეჟიმის მოსამართლეები აქციების მონაწილეებს სამართალდამრღვევებად და მათ სოლიდურ ჯარიმებს აკისრებენ, ზოგს კი პატიმრობაში უშვებენ.

📍პოლიციის მხრიდან ქალი დაკავებულების მიმართ ძალადობასა და სექსუალური მუქარის ფაქტებზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გააკეთეს და კონკრეტული ფაქტები დაასახელეს. ამ დროისათვის კი მესამე სექტორს აქციების მონაწილე 10 ქალის დაკავების შესახებ აქვს ინფორმაცია,თუმცა ზუსტი სტატისტიკა რამდენი ქალი დააკავეს აქციების მიმდინარეობისას, არ არსებობს:

📍გდდ-ის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილ უფროსს, ირაკლი შაიშმელაშვილს,რომელმაც ქვეყანა ოჯახთან ერთად დატოვა, არასრულწლოვანი შვილების უსაფრთხოების ხელყოფით ემუქრებოდნენ - ამის შესახებ ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე საუბრობს, რომელიც ადასტურებს, რომ შაიშმელაშვილს ქვეყნის დატოვებაში დაეხმარა. ჩიკვაიძე ამბობს, რომ პატაკის დაწერის შემდეგ, იყო მცდელობა შაიშმელაშვილის წინააღმდეგ საქმეც აღეძრათ

📍18 წლის ომარ ოკრიბელაშვილისა და 23 წლის საბა მეფარიშვილის სასამართლო  სხდომა ისევ გადაიდო. გადადების საფუძველი პროკურორის მოუცლელობა გახდა. დაცვის მხარე აცხადებს რომ სასამართლო პროცესები ხელოვნურად ჭიანურდება, რადგან განაჩენის დადგომის შემთხვევაში, 400 ლარიანი ჯებირის დაზიანების გამო დაკავებული ახალგაზრდები პრეზიდენტმა არ შეიწყალოს.

📍მედიატორი გიორგი აბულაძე წერს, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნულო სააგენტოდან გაათავისუფლეს. მისივე ინფორმაციით, მასთან ერთად ხელშეკრულებას აღარ უგრძელებენ კიდევ 2 მედიატროს. აბულაძე ამას უკავშირებს 30 ნოემბრის განცხადებას, რომელთაც მედიატორები თვითგამოცხადებული მთავრობის გადაწყვეტილებას გაემიჯნნენ და ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება გააპროტესტეს.

📍თბილისის მერიამ შრომითი ხელშეკრულება კიდევ ერთ თანამშრომელს შეუწყვიტა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ნინო კიკნაძე ავრცელებს და წერს, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკური შეხედულებების ღიად დაფიქსირების გამო ხდება

📍წალენჯიხაში  მოსახლეობის ნაწილი საახალწლო კონცერტის ჩატარებას აპროტესტებს. მათი თქმით, იმ ფონზე რომ  ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური ვითარებაა, ნაწამებია ასობით დემონსტრანტი, თავად მუნიციპალიტეტში ცოტა ხნის წინ  გარდაიცვალა მერი გიორგი ხარჩილავა, ასევე რუსეთთან ომში, უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს რამდენიმე დღის წინ დაიღუპა კიდევ ერთი წალენჯიხელი - 46 წლის ჯაბა კვარაცხელია, ახლა რეგიონში არავის ეკონცერტება.

📍ოლიგარქის სასამართლომ საბა სხვიტარიძე ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად ცნო და 2 500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება სანქცირებულმა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ, ცარიელ დარბაზში გამოაცხადა. სხდომას არც თავად სხვიტარიძე და არც მისი უფლებადამცველი ესწრებოდა.

📍ამერიკის შეერთებული შტატებისგან წამოსული მწვავე გზავნილების მიუხედავად, თბილისის მერი, კახა კალაძე ამტკიცებს, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობები დალაგდება და "ყველაფერი ისე იქნება, როგორც ქვეყანას ეკადრება". ამასთან, კალაძის კრიტიკის სამიზნე დღეს ოპოზიციური სპექტრი გახდა. "ქართული ოცნების" წევრმა ხელისუფლების ოპონენტები "გაუბედურებულ, გაფარჩაკებულ ოპოზიციად" გამოაცხადა და ირწმუნებოდა, რომ "მათ სასიკეთოდ არაფერი ხდება". 

📍"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ციხეში გაშვებით კვლავ ემუქრება.  დღეს კობახიძის სამიზნე პრეზიდენტთან ერთად ოპოზიციის ის ლიდერებიც გახდნენ, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს ღია მხარდაჭერას უცხადებენ.

📍ქალზე მოძალადე ტიტუშკა ამ დრომდე თავისუფალია. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოკითხვაზეც კი არ იბარებს ახალგაზრდა კაცს, ვინც ათონელზე ქეთევან მესხს ფიზიკურადგაუსწორდა. საკითხზე დღეს საგანგებო ბრიფინგზე თავად დაზარალებულმა ქალმა და მისმა ადვოკატმა ისაუბრეს. ბაია პატარაია ამბობს, რომ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით ძალადობას და ის რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.

3 weeks, 3 days ago

ყოველდღიური ამბავი

პროტესტის მონაწილეები უკვე 30-ე დღეა ყოველდღიურად იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე. აქციის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. დღეს, დღის განმავლობაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მარში გაიმართა, რომლებიც საბოლოოდ პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს მუსიკოსებისა და მსმენელების მარშიც შეუერთდა.

📍თბილისის მერიის მედიასთან კომუნიკაციის მენეჯერი პოლიტიკური შეხედულების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს.“  მთავარია, ჩვენი ნატანჯი ქვეყანა გადარჩეს, განვითარდეს და გახდეს ისეთი, როგორიც ყველა ჯანსაღ, სწორი ღირებულებების ადამიანს სურს. ამისთვის ბრძოლა და თავგანწირვა ნამდვილად ღირს.“- წერს თაია მახარაშვილი სოციალურ ქსელში

📍"აშშ-მა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ევროსაბჭოს დრო ეწურება! ჩვენ არ შეგვიძლია ქართველ ხალხს იმედი გავუცრუოთ ევროკავშირის მომავლისა და სამართლიანი განმეორებითი არჩევნებისკენ სწრაფვაში. ივანიშვილისა და მისი ახლობლების წინააღმდეგ სანქციები დიდი ხანია დაგვიანებულია," - წერს ევროპარლამენტარი, თიის როიტენი

📍"ქართველები იბრძვიან თავისუფლების არსისათვის. თითოეულ ამერიკელს უნდა ეამაყებოდეს შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს მათ," - ამის შესახებ X-ზე ჰელსინკის კომისიის მრჩეველი, ბახტი ნიშანოვი წერს.

📍"შეერთებული შტატების მიერ "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის  დასანქცირება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოში პოლიტიკური კრიზისისა და მისი დემოკრატიული, ევროპული მომავლის გადასაჭრელად, რაც შეესაბამება ხალხის მოთხოვნას," - წერს ლატვიისსაგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე

📍ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილი როგორც რუსეთის აგენტი დაასანქცირა, - ასე ეხმაურება „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი, დენიელ ფრიდი X-ის საკუთარ გვერდზე ამერიკსი უპრეცედენტო გადაწყვეტილებას.

📍"მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის...მოვუწოდებთ ყველა ევროპელ პარტნიორს გამოიყენონ სწორედ ასეთი სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.

📍"ერთი განმარტება OFAC-ის მიერ ივანიშვილის სანქციასთან დაკავშირებით, ის ავტომატურად ეხება მის მეუღლესა და ზრდასრულ შვილებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცალსახად არ არიან ნახსენები," - წერს ფადი ასლი.

📍ჯო უილსონმა ზურაბიშვილი, როგორც საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვია "როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი საქართველოში, მადლობელი ვარ, რომ მივაწოდო მიწვევა პრეზიდენტ ზურაბიშვილს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად.  მეაღფრთოვანებული ვარ მისი სიმამაცით, რომელიც ივანიშვილისა და მისი მეგობრების – ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის რეჟიმის – თავდასხმების პირისპირ აჩვენა" | წერს ჯო უილსონი X-ზე

📍ამერიკის უპრეცედენტო გადაწყვეტილების შემდეგ, ოლიგარქის არა მხოლოდ ამერიკულ აქტივებს, არამედ მის აქტივებს მთელს მსოფლიოში შეექმნება პრობლემა. დღეიდან ნებისმიერ ბანკს ეკრძალება ივანიშვილის ნებისმიერი წილის გასხვისების ოპერაცია გაატაროს, ან დივიდენდის გატანის საშუალება მისცეს რომელიმე ორგანიზაციიდან - ამბობს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი.

📍კალაძის უწყებასთან დაწყებული პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან გაგრძელდა.  საჯაროსექტორში დასაქმებული ადამიანები და ის ადამიანები, ვინც საზმაუსთან დღის ეთერს ითხოვდა, ერთიანად პარლამენტისკენ გაემართნენ.

📍ოლიგარქის პრემიერი ამბობს, რომ არანარი ახალი არჩევნები არ იქნება.“რა ახალი არჩევნები, რა შუაშია?“, - ასე პასუხობს ჟურნალისტის კითხვას კობახიძე, აპირებს თუ არა “ოცნება“ ახალი არჩევნების თარიღი ჩანიშნოს. “ახალი არჩევნები იქნება 2028 წლის 28 ოქტომბერს“, - ამბობს ის.

📍შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შემდეგ მილიარდერი ექსპრემიერი ვერ მიიღებს შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან სინგაპურში დავის შედეგად მოგებულ თანხას სპეციალური ნებართვის გარეშე.

📍"კარგი ამბავია, რომ ხაზინამ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. სჯობს გვიან ვიდრე არასდროს," - ამის შესახებ "ჰადსონის" ინსტიტუტის მკვლევარი, ლუკ კოფი სოციალურ ქსელში წერს.

📍„საბოლოო ჯამში მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რასაც არ აქვს არავითარი არსებითო დატვირთვა.

1 month ago

„უპირველეს ყოვლისა, ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ“ — წერს X-ზე ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი.

1 month ago

ეს არ არის მოხსენება რეალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ, რომელიც ხალხის ნებას ასახავს. გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია –სამართლიანი და თავისუფალი. -
წერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარე და გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, ფრანკ შვაბე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით.

1 month ago
დაიბრუნე ხმა!
1 month, 1 week ago

„ამ საქართველოსთვის უმძიმეს დროს ვდგავარ ჩემ თანამემამულეებთან და ჩემ პრეზიდენტ სალომესთან ზურაბიშვილთან ერთად. როგორც თბილისის კონსერვატორიის ალუმნი, ვთხოვ პროფესორებს რომ უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ პროტესტში. დადექით სტუდენტებთან ერთად! ჩვენი გზაა დასავლეთისკენ“,- წერს პიანისტი ალექსანდრე კორსანტია.

We recommend to visit

საინფორმაციო არხი
სტრატეგიები
დეზინფორმაციასთან ბრძოლა

Last updated 2 weeks, 5 days ago

война, политика

Last updated 2 months, 2 weeks ago

ჩემი ოფიციალური Telegram არხი!!!

Last updated 2 months, 2 weeks ago