Zurab Makharadze

Description
война, политика
We recommend to visit

война, политика

Last updated 3 weeks, 5 days ago

ჩემი ოფიციალური Telegram არხი!!!

Last updated 3 weeks, 3 days ago

Слава Украине! Героям слава!

Last updated 2 months ago

3 weeks, 5 days ago
3 weeks, 6 days ago

გვარამიას პარტიამ და ლელომ პარლამენტის მანდატების დატოვებაზე განცხადებები რომ დაწერეს, ქართული ოცნება რატომ არ უკმაყოფილებს მაგ განცხადებებს? ასე ასრულებენ ესენი ნაცებს?

აა, მივხვდი, არჩევნების წინ ნაცების დასრულებას რომ გვპირდებოდნენ, მანდ ალბათ უბრალოდ იმას გულისხმობდნენ, ნაცებს სულ ძალით დავტოვებთ პარლამენტში და ამით მორალურად დავასრულებთო.
კაცს რომ პარლამენტარობა არ უნდა და ძალით ტოვებ პარლამენტარად, იმის ცხოვრებას მერე აბა რაღა აზრი აქვს...

3 months, 2 weeks ago
***?******?******?******?***

????

3 months, 2 weeks ago
3 months, 3 weeks ago

ყურადღება!!
რაც შეეხება თანხების ჩარიცხვას და ასე შემდეგ. მადლობა ამდენი შემოთავაზებისთვის. ვხედავთ რომ დახმარება გინდათ, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ არანაირ ფულს არ ვაგროვებთ. არავის არაფრის ჩარიცხვას არ ვთხოვთ. ასე რომ თუ ვინმე სადმე ალტინფოს სახელით ახლა ფულის აგროვებას დაიწყებს, იცოდეთ რომ ჩვენ არ ვართ.

როგორც გითხარით ბევრი რამ არის გასაანალიზებელი და შესაცვლელი. უნდა დაგველოდოთ.

3 months, 3 weeks ago

ვიცი ბევრი კითხვაა. ვიცი ბევრო თანამებრძოლი განიცდის ამ მდგომარეობას და გვეკითხება, რა უნდა ვქნათ ან მათ რა უნდა ქნან.

ამის ასახსნელად საჭიროა ვთქვათ, რა განსხვავებაა ტაქტიკურ და სტრატეგიულ დაგეგმარებას შორის. საკმაოდ მარტივია ტაქტიკურ დონეზე დაგეგმო სად მიდიხარ და რას აკეთებ. შეუდარებლად რთულია სტრატეგიული დაგეგმარება როცა ბოლო 5 წლის გეგმა წარუმატებლად დასრულდა. ახლა ჩვენ უნდა გავაანალიზოთ რა შეცდომები იქნა დაშვებული. რა არის გაკეთებადი და რა არა. ამას კი დრო უნდა. არა დღეები. ამას მნიშვნელოვანი დრო უნდა. ამდენად კითხვაზე რა უნდა ქნან ჩვენებმა პასუხი მარტივია. რაღაც პერიოდი უნდა მოითმინონ და მოიცადონ. ახლა ანალიზის და დასკვნების გამოტანის დროა

3 months, 3 weeks ago

გამოიწერეთ მამა ბასილ ახვლედიანის ტელეგრამ არხი:

@mama_basil_akhvlediani

3 months, 4 weeks ago

კიპლინგი

მთარგმნელი: მურმან ლებანიძე

,,თუ,,

თუ ძალგიძს, დარჩე ძველებურად მშვიდი და მტკიცე
და არ დაიბნე, როცა თავგზა ებნევა ყველას,
თუ ძალგიძს სიმხნედ, შემართებად და რწმენად იქცე,
როცა შენს ირგვლივ მკვდარი არის შენდამი რწმენა;

თუ ძალგიძს მკაცრი მოთმინებით ელოდო ხვალეს,
ცრუს, გაუტანელს არ მიაგო სიცრუე ავი,
მოძულეს შენსას მძულვარება შეუნდო მალე
და თან არც ქრისტედ არ აჩვენო არავის თავი, -

თუ შეგიძლია სულში მარად ოცნება რეკდეს,
მაგრამ ოცნების არასოდეს არ გახდე მონად,
გამარჯვებას და დამარცხებას თანაბრად შეხვდე
და ამ ორ თაღლითს მიეგებო ტოლად და სწორად;

თუ შეგიძლია აიტანო, სიმართლე შენი
ბრბომ სულმდაბალმა ვით აქცია ხითხითის საგნად,
იხილო ერთ დღეს დანგრეული, სიცოცხლის დღენი
რასაც შესწირე და შენებას შეუდგე ახლად, -

თუ შეგწევს ძალა, მაგიდაზე დაყარო ჩალად
რაც გაგაჩნია, გიშოვნია ოფლით და სისხლით,
წააგო წყნარად, წაგებული ჩათვალო არად,
იშოვნო კვალად და სასწორზე შეაგდო რისკით;

თუ შეგწევს ძალა, წარბი შეჰკრა, მოთოკო გული,
მოუხმო ნერვებს, გამაგრდე და ივარგო ასწილ -
ეს მაშინ, როცა სულიერად დაღლილს და დაცლილს
ნებისყოფაღა გეუბნება: "წინ მეთქი! გასწი!"

თუ შეგწევს ძალა, ბრბოში იყო და დარჩე კაცად,
მეფეებს ახლდე და გახსოვდეს ყოველთვის ხალხი,
შენი ღირსება არ დაკარგო აროდეს არსად,
მტერ-მოყვარესთან პირდაპირი იყო და ლაღი;

თუ შეგწევს ძალა, გაიაზრო ყოველი წუთი,
აზრით დატვირთო სამოცივე ფეხმარდი წამი,
მაშინ შენია, შვილო ჩემო, ეს მიწის ბურთი,
ადამიანიც მაშინ გქვია, და გერქვას - ამინ!

4 months ago

ძვირფასო თანამებრძოლებო, ისინი გამოვლენ და იბრძოლებენ ევროპისთვის, თქვენ იბრძოლეთ საქართველოსთვის!

We recommend to visit

война, политика

Last updated 3 weeks, 5 days ago

ჩემი ოფიციალური Telegram არხი!!!

Last updated 3 weeks, 3 days ago

Слава Украине! Героям слава!

Last updated 2 months ago