ჯემნიუსი

Description
JAMnews არის ხუთენოვანი ინტერნეტ-გამოცემა, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ააღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მუშაობს. ჩვენი საიტია - jam-news.net

ახალი ამბები, ანალიტიკა, ისტორიები - საქართველოდან, კავკასიიდან, მსოფლიოდან
We recommend to visit

الحياة فقاعة صورها قبل أن تنفجر ツ ....

Last updated 2 months, 3 weeks ago

JAMnews არის ხუთენოვანი ინტერნეტ-გამოცემა, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ააღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მუშაობს. ჩვენი საიტია - jam-news.net

ახალი ამბები, ანალიტიკა, ისტორიები - საქართველოდან, კავკასიიდან, მსოფლიოდან

Last updated 3 weeks, 1 day ago

გვერდის მიზანია უკეთ გავაცნოთ საზოგადოებას ჩინეთი და მისი კულტურა

Last updated 2 weeks, 1 day ago

3 weeks, 1 day ago

👉 სირიაში "ჰაიათ თაჰრირ ალ შამის" დაჯგუფების ლიდერი აჰმედ ალ-შარაა "გარდამავალი პერიოდის" პრეზიდენტად გამოცხადდა. ის დროებით საკანონმდებლო საბჭოს შექმნის. ეს გადაწყვეტილება სირიაში აჯანყებულთა ფრაქციების ლიდერების შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

პარლამენტი, უშიშროების სამსახურები და ჯარი დაიშალა და შეიქმნება ახალი უსაფრთხოების ძალები. გაუქმდა 2012 წლის კონსტიტუციაც.

📌 აჰმედ ალ შარაა დეკემბრის დასაწყისიდან დე ფაქტო ასრულებდა ქვეყნის ლიდერის როლს. მისი თქმით, ახლა ქვეყნის პრიორიტეტებია "ძალაუფლების ვაკუუმის შევსება, სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნება და სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა."

2024 წლის დეკემბერში, სირიელმა ამბოხებულებმა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი რამდენიმე დღეში, უსწრაფესი შეტევით დაამხეს. ასადის სამხედრო ძალებმა, ირანის კონტროლირებულმა დაჯგუფებებმა და რუსეთმა მათ წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და სირიაში ასადის 24 წლიანი დიქტატურა დასრულდა.

3 weeks, 2 days ago

🔻 3-4 თებერვალს ევროსაბჭოს კონგრესის დელეგაცია საქართველოში ჩამოდის, თუმცა გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიზიტი შედგება იმ დათქმით, რომ ეს არ ნიშნავს ლეგიტიმაციას:

💬 "ეს ვიზიტი არ უნდა განიხილებოდეს, როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა ლეგიტიმურობის ან იმ თანამოსაუბრეების შეხედულებებისადმი, რომლებსაც ისინი ხვდებიან.

კონგრესის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ მოსთხოვა მოსაზრება ვენეციის კომისიას საარჩევნო კოდექსში შემოთავაზებულ ცვლილებებზე, რამაც შესაძლოა შეასუსტოს მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პროპორციული სისტემა და გააძლიეროს უმრავლესობა" | ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში

3 weeks, 2 days ago

ნონა ქურდოვანიძე:

მზია ამაღლობელი რაც არ უნდა ცუდად გრძნობდეს თავს, ადვოკატებს სულ გვეუბნება, რომ არის კარგად, მხნედ. მაგრამ როგორ შეიძლება ადამიანი კარგად იყოს 19 დღიანი შიმშილობის მერე? ის ასევე გვთხოვს ხოლმე, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ ავტეხოთ მის შიმშილობაზე, არაფერი გავაზვიადოთ და გავაბუქოთ. ჩვენ სრულიად ვეთანხმებით მის ამ პრინციპულ დამოკიდებულებას და ეთიკას.

თუმცა, როდესაც სამედიცინო დოკუმენტებსაც კი არ გვაძლევენ, სიმშვიდის საფუძველს არაფერი გვაძლევს.

3 months, 1 week ago

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 12 ნოემბერს გამოქვეყნებულ ვიდეოში ირანელ ხალხს მიმართა და განაცხადა, რომ ირანის მხრიდან ისრაელზე მესამე თავდასხმა "უბრალოდ ირანის ეკონომიკას ჩამოშლის". ბოლო თვეებში, ეს ნეთანიაჰუს მხრიდან ირანელი ხალხის მიმართ მეორე ვიდეომიმართვაა.

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელზე მორიგი იერიში ირანს "მილიარდობით დოლარით გაძარცვავს", რადგან, მისი თქმით, ოქტომბერში ისრაელზე მიტანილი იერიში თეირანს $2.3 მილიარდი დაუჯდა. მან ასევე დაამატა, რომ აღნიშნულმა თავდასხმამ ისრაელს უმნიშვნელო ზიანი მიაყენა.

"ამ თანხით შესაძლებელი იქნებოდა, თქვენს სატრანსპორტო ბიუჯეტს მილიარდები დამატებოდა. შესაძლებელი იქნებოდა, განათლების ბიუჯეტს მილიარდებით მეტი ჰქონოდა. მაგრამ სანაცვლოდ, ხამენეიმ რეჟიმის სისასტიკე გამოააშკარავა და მსოფლიო თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ განაწყო. მან თქვენ ის ფული წაგართვათ, რომელიც შესაძლოა, თქვენი ყოფილიყო". - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

"მე ვიცი, რომ თქვენ არ გსურთ ეს ომი". - გააგრძელა ნეთანიაჰუმ: "არც მე მსურს ეს ომი. ისრაელელ ხალხს ეს ომი არ უნდა. ერთი ძალაა, რომელიც თქვენს ოჯახს დიდ საფრთხეში აყენებს: თეირანის ტირანები, მხოლოდ ესაა".

მან ასევე დაამატა, რომ ერთადერთი რამ, რისიც "ხამენეის რეჟიმს ისრაელზე მეტად ეშინია ირანელი ხალხია". ნეთანიაჰუმ ირანელებს მოუწოდა, რომ იმედი არ დაკარგონ და განაცხადა, რომ "ისრაელი მათ გვერდით დგას".

3 months, 1 week ago

მაიკ უოლცი, X-ზე ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც პრეზიდენტმა უოლცის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის გეგმა დააანონსა.

უოლცის თქმით, მისთვის ღრმა პატივია პრეზიდენტი ტრამპის მხრიდან მასში ჩადებული ნდობა. მისი თქმით, ამერიკა გაბედულ, შეუდრეკელ ლიდერობაზე ნაკლებს არ იმსახურებს და ტრამპი "ამას შეასრულებს".

"ამერიკას მოკავშირეები ახლოს ეყოლება, ჩვენ არ შეგვეშინდება მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირება, და ჩვენ ინვესტიციას ჩავდებთ ტექნოლოგიებში, რომელიც ჩვენს ქვეყანას სიძლიერეს შეუნარჩუნებს. ამერიკის ყველაზე დიდებული სიძლიერე მისი აყვავებული ეკონომიკა და ენერგო დომინირებაა, და ეს ინსტრუმენტები ჩვენ ომს აგვარიდებს თავიდან და მოგვცემს საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ლიდერები ძლიერების პოზიციიდან ვიყოთ". - წერს უოლცი.

3 months, 1 week ago

აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 12 ნოემბერს განაცხადა, რომ ისრაელში ამერიკის ელჩად არკანზასის ყოფილ გუბერნატორს, მაიკ ჰაკაბის, დანიშნავს.

ჰაკაბი ისრაელის მტკიცე მხარდაჭერად მიიჩნევა. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ჰამასისა და ჰეზბოლას წინააღმდეგ მიმდინარე ისრაელის ომის ფონზე, აშშ-ს საგარეო პოლიტიკას ისრაელის ინტერესებს დაუახლოებს.

"მაიკი დიდებული საჯარო მოხელე და რწმენის მხრივ ლიდერი იყო მრავალი წლის მანძილზე. მას ისრაელი და ისრაელელი ხალხი უყვარს, და მსგავსად, ისრაელელ ხალხს იგი უყვარს. მაიკი დაუღალავად იმუშავებს, რათა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა დაამყაროს!". - განაცხადა ტრამპმა

დევიდ ფრიდმანმა, რომელიც ტრამპის პირველი ვადის დროს ისრაელში აშშ-ს ელჩად მსახურობდა, განაცხადა, რომ იგი "მოხარულია" ტრამპის მხრიდან პოსტისთვის ჰაკაბის შერჩევით.

3 months, 2 weeks ago

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ დონალდ ტრამპს აშშ-ის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ტრამპს არაერთხელ გაუკრიტიკებია ალიანსი და მიიჩნევა, რომ მისი გაპრეზიდენტება აშშ-NATO-ს ურთიერთობაზე გავლენას იქონიებს.

"ახლახან დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა მივულოცე. მისი ხელმძღვანელობა კვლავ იქნება ჩვენი ალიანსის სიძლიერის შენარჩუნების საკვანძო ნაწილი. მოუთმენლად ველი მასთან ერთად კიდევ მუშაობას, რათა სიძლიერისა და NATO-ს მეშვეობით მშვიდობას ხელი შევუწყოთ", - დაწერა რუტემ X-ზე.

3 months, 2 weeks ago

რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ტრამპს ამ მომენტისთვის მიღებული აქვს საარჩევნო კოლეგიის 277 ხმა. არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭიროა 270 ხმა.

ტრამპის კონკურენტს დემოკრატიული პარტიიდან, კამალა ჰარისს საარჩევნო კოლეგიის 224 ხმა აქვს მიღებული.

რესპუბლიკელების კანდიდატმა უკვე დადასტურებლად 7 მერყევი შტატიდან 4-ში: პენსილვანიაში, ჯორჯიაში, ვისკონსინში და ჩრდილოეთ კაროლინაში გაიმარჯვა. ხმების დათვლა გრძელდება მიჩიგანში, ნევადაში, არიზონასა და ალასკაში, რომელთაგან ყველაში დონალდ ტრამპი ლიდერობს.

3 months, 2 weeks ago

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მისთვის "ცნობილი არაა" ვლადიმირ პუტინის გეგმების შესახებ, მიულოცავს თუ არა დონალდ ტრამპს გამარჯვებას.

"მაინც არ დაგვავიწყდეს, რომ ვსაუბრობთ არამეგობრულ ქვეყანაზე, რომელიც პირდაპირ და ირიბად ჩართულია ომში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ", - განაცხადა პესკოვმა.

კითხვაზე, ხომ არ ეწყინება ტრამპს, თუ პუტინი საბოლოოდ არ მიულოცავს მას გამარჯვებას, და ხომ არ გააუარესებს ეს აშშ-სა და რუსეთს შოპრის ურთიერთობებს, პესკოვმა თქვა:

"უფრო გაუარესება, პრაქტიკულად, შეუძლებელია, ურთიერთობები ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. შემდეგ კი უკვე დამოკიდებული იქნება აშშ-ის მომდევნო ხელმძღვანელობაზე. პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ გაიმეორა, რომ ის ღიაა კონსტრუქციული დიალოგისთვის, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობაზე, თანასწორობაზე და ერთმანეთის წუხილის გათვალისწინების სურვილზე".

3 months, 3 weeks ago

"საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ევროკავშირისგან ჩვენი ღირებულებებისა და ჩვენი პრინციპებისგან დაშორებას გააგრძელებს" | განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ

We recommend to visit

الحياة فقاعة صورها قبل أن تنفجر ツ ....

Last updated 2 months, 3 weeks ago

JAMnews არის ხუთენოვანი ინტერნეტ-გამოცემა, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ააღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მუშაობს. ჩვენი საიტია - jam-news.net

ახალი ამბები, ანალიტიკა, ისტორიები - საქართველოდან, კავკასიიდან, მსოფლიოდან

Last updated 3 weeks, 1 day ago

გვერდის მიზანია უკეთ გავაცნოთ საზოგადოებას ჩინეთი და მისი კულტურა

Last updated 2 weeks, 1 day ago