საინფორმაციო არხი
სტრატეგიები
დეზინფორმაციასთან ბრძოლა
Last updated 20 hours ago
შეერთებულ შტატებში ტრამპის გამარჯვება ცალსახად ისტორიული მოვლენაა.
ამერიკამ უარი თქვა აგრესიულ ლიბერალურ გლობალიზმზე და იზოლაციონისტური კონსერვატიზმი აირჩია.
მსოფლიო ჰეგემონი დაბერდა და დაიღალა საკუთარი სიმძიმისგან, მას აშკარად ჭირდება ძირეული ცვლილებები ქვეყნის შიგნით და გარეთ. რამდენად გაუმკლავდება ტრამპი ამდენ დაგროვილ პრობლემას, დრო გვიჩვენებს. თუმცა, თვითონ ის ფაქტი, რომ მსოფლიო ჰეგემონის სათავეში ხალხმა მემარჯვენე კონსერვატორი მოიყვანა, მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ დასავლეთში კონსერვატიული იდეოლოგია სულ უფრო მოძლიერდება და მეინსტრიმული გახდება.
ასევე, ტრამპის მაგალითი "გადამდები" გახდება ევროპის ბევრი ქვეყნისთვისაც.
რას მოუტანს ეს ცვლილებები საქართველოს?
ცხადია, შეერთებული შტატები იზოლაციონისტური პოლიტიკის მიუხედავად, მაქსიმალურად შეეცდება შეინარჩუნოს საკუთარი გავლენები მსოფლიოს ყველა წერტილში, მათ შორის საქართველოშიც.
თუმცა, ეს გავლენები აუცილებლად დაკორექტირდება.
და ეს პირველ რიგში გეოპოლიტიკურ მიდგომებში აისახება, ტრამპის ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს რუსეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
ჩინეთი გამოცხადდება აშშ-ის მთავარ კონკურენტად.
ტრამპი ბევრად ნაკლებად ჩაერთვება ლიბერალური კულტურის ექსპანსია-ლობირებაში.
მოკლედ, თეთრ სახლში კონსერვატორი პრეზიდენტის მოსვლა საერთო ჯამში დადებითად შეიძლება შეფასდეს, უბრალოდ რამდენად გამოიყენებს ამ შესაძლებლობებს ქართული სახელმწიფო, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას...
გვჭირდება ახალი ბაზა!!!
მოგესალმებით ყველას. იცით, რომ ძველი ტელევიზია და პარტიული ოფისი დავხურეთ რადგან არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მათი შენახვა შეუძლებელი იყო.
ახლა ყველაფერი ნულიდან უნდა დავიწყოთ .
სხვანაირად და სხვაგან.
ამისთვის პირველ რიგში ბაზა გვჭირდება. ადგილი სადაც ავაწყობთ სტუდიას და სამუშაო სივრცეს.
ამიტომ: ჩვენს მხარდამჭერებში თუ გაქვთ ვინმეს თავისუფალი ფართი თბილისში, რომლის უსასყიდლოდ ან შეღავათიან ფასში ჩვენი საქმისთვის დათმობაც შეგიძლიათ, შეგვეხმიანეთ. სასურველია ცენტრიდან ძაააან შორს არ იყოს და იმგვარი სივრცე იყოს სადაც სტუდიის მოწყობა და ოფისის ფუნქციონირება იქნება შესაძლებელი
ინფორმაცია დაგვიტოვეთ კომენტარებში.
ყველას დიდი მადლობა თანადგომისთვის.
პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველა თანამებრძოლს, ვინც ჩვენს გვერდით იყავით და ხართ ამდენი ხნის განმავლობაში. ყველა იმ გულანთებულ ადამიანს, ვინც ყოველგვარი ანგარების გარეშე ჩვენთან მხარდამხარ იბრძოდით. ყველა ემიგრანტს, ვინც საკუთარ ოჯახს აკლებდით და სახსრებით გვეხმარებოდით, ყველა წევრს, ვინც მთელი დღე საარჩევნო უბნებზე იდექით და ხმებს იცავდით, უზარმაზარი სამუშაო გაწიეთ.
სამოხალისეო საწყისზე, თქვენ ამაში ერთი თეთრიც არ აგიღიათ, პირიქით, საკუთარს დებდით საქმეში, მხოლოდ და მხოლოდ წრფელი გულით და ქვეყნის სიყვარულით მოქმედებით.
თქვენ ხართ ამ ქვეყნის საუკეთესო შვილები, ყველაზე ღირსეული და პრინციპული ხალხი.
სამწუხაროდ ამ ბრძოლაში ჩვენი მოწინააღმდეგის ფულის სიმრავლემ და უზარმაზარმა მატერიალურმა რესურსმა შედეგი გამოიღო, ხალხი უბრალოდ იყიდეს. და ეს ეხება არა მარტო ხელისუფლებას, იგივეს აკეთებდნენ სხვა პარტიებიც.
მაგრამ, "ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება"?!
ყველაფერი უფლის ნებაა.
დანარჩენი - ორშაბათს 21:00-ზე "ალტ-ინფოს" ეთერში.
გაუმარჯოს საქართველოს და ღირსეულ ქართველებს! ✊
საინფორმაციო არხი
სტრატეგიები
დეზინფორმაციასთან ბრძოლა
Last updated 20 hours ago