Last updated 2 days, 2 hours ago
??ᥣᥣⱺ ?υ??? ᑲαᑲ?
ω?ᥣ?ⱺꭑ? ?ⱺ ?ɦ? ?ⱺ??? ρᥣα??
ᥣ?α?? - ?α?
?ɦ? ⱺω??? - ?ɦ????/??ⱺ??
?ᥣᥣ ??ᑯ ?ⱺ ⱺω???.....
?ⱺ ???ᑯ ?ᑯꭑ??/?ⱺ ᥣ??? / ?ⱺ αᑯᑯ ρⱺ??
ᥣ??? - ᑲα?
?ɦα?? ?ⱺυ ?ω?????
ოფიციალური ტელეგრამ არხი.
Last updated 3 months ago
🔻 21 დეკემბერს, 20:00 საათზე, თბილისში მოცეკვავეების მარში - “ხორუმი” გაიმართება
💬 "აჰა, ესეც ასე, მოცეკვავეების მარში - “ხორუმი”🫡
ვიკრიბებით ფილარმონიასთან, შაბათს, 19:00 საათზე და მსვლელობით დავიძრებით 20:00 საათზე.
პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ არ არის აუცილებელი იყოთ პროფესიონალი მოცეკვავე, ან კონკრეტულად ქართულის მოცეკვავე.
ვისაც ცეკვასთან რაიმე შეხება გქონიათ, ხორუმის ფერხული არ გაგიჭირდებათ:)🤍
მათ ვაჩვენოთ, ვინც ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროკავშირი და ეს არჩევანი არ გულისხმობს ქართული კულტურისა და ღირსების დაკარგვას!✊🏻🇬🇪🇪🇺
ვისაც მონაწილეობა გსურთ დაპლიუსდით კომენტარებში და დეტალებზე გამოგეხმაურებით.🤍" | წერს მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ომიკო ხოფერია სოციალურ ქსელში
📍ნაძვის ხე ზუგდიდში.
ფოტო: Keren Batok
"ორი წელი შემისრულდა რაც საქართველოში ჩამოვედი, დღემდე ველოდები პასუხს თუ რატომ ჩამოვედი🤷♂️ მე რომ დიქტატურასთან და რუსკი პრავოსლავიეში ვერ გამოვდგები რა ვქნა? რომელი ქვეყნის მიმართულებით უნდა ავიღო ბილეთი😂" - დაწერა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონ იარაჯულმა სოციალურ ქსელში.
"აქა და არსად სხვაგან! ბილეთები სხვებმა აიღონ" - უპასუხა მას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
⭕ ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი თბილისში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და ევროკავშირის ლიდერებს - ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასს, ევროკომისარს გაფართოების საკითხებში მარტა კოსს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოსტას საქართველოში ვიზიტისკენ მოუწოდებს.
💭 „რას იტყვით, ბოლოს და ბოლოს, რომელიმე თქვენგანი რომ თვითმფრინავში ჩაჯდეს და თბილისში ჩაფრინდეს, ძვირფასო ურსულა ფონ დერ ლაიენ, კაია კალას, მარტა კოს, ანტონიო კოსტა. ხალხი იქ დემონსტრაციებს არა დამატებითი დასვენების დღეების ან უფრო მაღალი პენსიისთვის, არამედ ჩვენი ევროპული ღირებულებებისთვის აწყობს. უკვე დაგავიწყდათ?'", - წერს მიხაილ როთი.
"მატარებელი დამიყენეს ორბელიანების სასახლის წინ… აბა ვინ წავა ვნახოთ!" | წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ფოტოს აქვეყნებს
"როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე, მე, მალხაზ აბულაძე,მთელი ჩემი არსით,ჩემი სიკეთით და ჩემი ცოდვებით,ქედს ვიხრი ამ ჯანსაღი, გულწრფელი,გულანთებული,მართალი და შესაშურად მტკიცე ახალგაზრდების წინაშე, რომლებმაც აღასრულეს უკვე თავისი სიმტკიცით, ჩვენი ერის კაცების მისწრაფებები და სურვილები. მათი უკვდავება განამტკიცეს. მე არ შემიძლია ვინმეს მოუწოდო,ამის არანაირი უფლება არ მაქვს,მაგრამ ყველას ვინც სამშობლოს თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის იბრძვის, გამძლეობას და გამარჯვებას ვუსურვებ.
კომუნისტური იდეოლოგია დაიბადა რუსეთში და მათთვისაა შექმნილი. თავისუფლება მეტი პასუხისმგებლობაა თითოეულ გადადგმულ ნაბიჯზე, რომლის თავზე აღებაც ყველას არ უნდა. ურჩევნიათ ბრძანებები შეასრულონ. ასე უფრო მარტივია. მხოლოდ ჭამა-სმა და........... თავისუფლება რჩეულების ხვედრია.🇬🇪" | წერს მსახიობი მალხაზ აბულაძე სოციალურ ქსელში
მოქალაქე ა.თ. რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. 22 წლის ახალგაზრდა კომატოზურ მდგომარეობაშია.
შეგახსენებთ, გუშინ გვიან ღამით, სპეცრაზმელებმა, რუსთაველის ქუჩაზე, აქციის დარბევის დროს, ა.თ.-ს გაზის ბალონი სახეში მოარტყეს. კადრები თუ როგორ ეხმარება მას აქციის მონაწილეები სასწრაფო დახმარების მანქანამდე მიყვანაში გუშინ ღამე გავრცელდა.
06:45
გავიმარჯვებთ სახელოვნად! ✊🇬🇪
“აბა ომი გინდა?” - ეს არის ის, რითაც რუსეთი ემუქრება საქართველოს თუკი არ დავემორჩილებით და არ შევუსრულებთ ყველა მოთხოვნას.
Last updated 2 days, 2 hours ago
??ᥣᥣⱺ ?υ??? ᑲαᑲ?
ω?ᥣ?ⱺꭑ? ?ⱺ ?ɦ? ?ⱺ??? ρᥣα??
ᥣ?α?? - ?α?
?ɦ? ⱺω??? - ?ɦ????/??ⱺ??
?ᥣᥣ ??ᑯ ?ⱺ ⱺω???.....
?ⱺ ???ᑯ ?ᑯꭑ??/?ⱺ ᥣ??? / ?ⱺ αᑯᑯ ρⱺ??
ᥣ??? - ᑲα?
?ɦα?? ?ⱺυ ?ω?????
ოფიციალური ტელეგრამ არხი.
Last updated 3 months ago