საინფორმაციო არხი
სტრატეგიები
დეზინფორმაციასთან ბრძოლა
Last updated 2 weeks, 5 days ago
"პუტინი მოუთმენლად ელის ჩემთან რაც შეიძლება მალე შეხვედრას. ჩვენ ყველა ამას ველოდებით. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს საშინელი ომი" - ტრამპი
კადიროვმა მოუწოდა რუსეთის ხელისფლებას,რომ სირიაში სათავეში მოსული ტერორისტები, ტერორისტული ორგანიზაციის სიიდან ამოიღონ( რუსეთშიც ტერორისტულად ითვლება ეგ ორგანიზაცია)
აშშ-ის კონგრესი სირიის გამო თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს.
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს კანონპროექტი თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ სირიაში PKK/YPG(ქურთული ორგანიზაციები) საქმიანობის წინააღმდეგ მის ქმედებებთან დაკავშირებით.
დოკუმენტი, სახელწოდებით „2024 წლის თურქეთის აგრესიის აქტი“ შეადგინეს სენატორებმა კრის ვან ჰოლენმა (დემოკრატი) და ლინდსი გრეჰემმა (რესპუბლიკელი).
ევროკავშირში განაცხადეს, რომ სირიის ახალი ხელისუფლებისთვის სანქციების მოხსნის ერთ-ერთი პირობა იქნება რუსული ბაზის გაძევება სირიიდან.
ბუნდესტაგმა უარი თქვა კანცლერ შოლცისათვის(და მისი მთავრობისთვის) ნდობის გამოცხადებაზე - გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
პ.ს. ერდოღანის იმ განცხადების შემდეგ, არათუ გაუმჯობესდა შობადობა თურქულ რეგიონებში, არამედ გაუარესდა მნიშვნელოვნად.
"ასადი აღარ არის. ქვეყნიდან გაიქცა. მისი მფარველი რუსეთი, რუსეთი ვლადიმირ პუტინის მეთაურობით, აღარ იყო დაინტერესებული მისი დაცვით. პირველ რიგში, რუსეთის იქ ყოფნას არანაირი მიზეზიც არ ჰქონდა. მათ უკრაინის გამო ყველანაირი ინტერესი დაკარგეს სირიაში, სადაც 600 000-მდე რუსი ჯარისკაცი დაჭრილი ან დაღუპული წევს; ომში, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო, და [რომელიც] შეიძლება სამუდამოდ გაგრძელდეს
რუსეთი და ირანი ახლა დასუსტებულები არიან, პირველი, უკრაინისა და ცუდი ეკონომიკის გამო, მეორე ისრაელისა და მისი წარმატებული ბრძოლის გამო. აგრეთვე, ზელენსკისა და უკრაინას სურს, შეთანხმების მიღწევა და ამ სიგიჟის შეჩერება. მათ აღმაშფოთებლად დაკარგეს 400 000 სამხედრო, და კიდევ მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. უნდა იყოს მყისიერი ცეცხლის შეწყვეტა და დაიწყოს მოლაპარაკებები. ძალიან ბევრი სიცოცხლე უაზროდ იკარგება, ზედმეტად ბევრი ოჯახი ინგრევა, და თუ ასე გაგრძელდება, ეს შეიძლება უფრო დიდ და ბევრად უარეს რაღაცაში გადაიზარდოს. მე ვლადიმირს კარგად ვიცნობ. ახლა მოქმედების დროა. ჩინეთს დახმარება შეუძლია. მსოფლიო მოლოდინშია!"
- წერს აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პოსტში, რომელიც მან საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე გაავრცელა
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ისინი გააგრძელებენ მუშაობას სირიის ნებისმიერ ლეგიტიმურ მთავრობასთან.
პ.ს. ერთი რაც კარგია საქართველოსთვის ასადის დამხობაში არის ის, რომ ე.წ. აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას დიდი ალბათობით გააუქმებს სირიის ახალი ხელისუფლება, თუ მეტ-ნაკლებად ნორმალური ხელისუფლება ჩამოყალიბდა.
ჰამასმა ასადის აჯანყებულ ოპოზიციას გამარჯვება მიულოცა. ახლო აღმოსავლეთის “პარადოქსები”
“ჩვენს არმიას ამჟამად არასაკმარისი ძალა აქვს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.
დიახ, უნდა ვიპოვოთ დიპლომატიური გადაწყვეტა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც გავიგებთ, რომ იმდენად ძლიერები ვართ, ისინი არ დაიწყებენ ახალ აგრესიას, მხოლოდ მაშინ შეიძლება სხვა დიპლომატიურ ნაბიჯებზე ფიქრი“, – განაცხადა ზელენსკიმ იაპონელი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში.
საინფორმაციო არხი
სტრატეგიები
დეზინფორმაციასთან ბრძოლა
Last updated 2 weeks, 5 days ago