الحياة فقاعة صورها قبل أن تنفجر ツ ....
Last updated 2 weeks, 4 days ago
JAMnews არის ხუთენოვანი ინტერნეტ-გამოცემა, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ააღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მუშაობს. ჩვენი საიტია - jam-news.net
ახალი ამბები, ანალიტიკა, ისტორიები - საქართველოდან, კავკასიიდან, მსოფლიოდან
Last updated 1 month, 1 week ago
🎀📁 𐙚 ˚ ⊹ cuTtiEe3xO be myself with a soft cute pink color and also symbolize the cuteness inside of me, are you curious about my next vlog? then let's see together (t.me/jamesesu) 𐂯 ! ♡
Last updated 1 month, 1 week ago
🕊️აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი გილოცავთ ბარბარობას!
რუსთაველის გამზირზე მთავარი ნაძვის ხე აინთო და დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო ილუმინაციებიც ჩაირთო.
➡️აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობა “ევროპის უნივერსიტეტის” საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურ კლინიკა EU Dent-ში უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას მიიღებს.
➡️აღნიშნულ შეთანხმებას ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელსაც “ევროპის უნივერსიტეტის” სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა,კლინიკა EU Dent-ის დირექტორმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მოაწერეს ხელი.
➡️იხილეთ ვრცლად:
ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი რუსეთს გაყინული ფინანსური დახმარების გაცემის თხოვნით მიმართავს.
სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენელმა, ვალერი ბგანბამ განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობას ფინანსური დახმარების გაწევა სთხოვა, რომლის გაცემა 1-ლი სექტემბრიდან არის გაყინული სოხუმის მიერ მოსკოვის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.
📌დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს და ყველა გზით ხელი შეუშალონ პრეზიდენტის არჩევას, – განცხადებას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
📌ფინანსთა მინისტრი - 2025 წელს პენსიებისა და კომპენსაციების მოცულობა იზრდება.
2025 წლიდან პენსია 35 ლარით იზრდება, შესაბამისად 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია იანვრიდან, 350 ლარით განისაზღვრება, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 450 ლარის ოდენობით.
ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამასთან, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის კანონით განსაზღვრული 20%-იანი დანამატების გათვალისწინებით, 70 წლამდე პირთა პენსია იქნება 420 ლარი, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია 540 ლარი;
გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ 2025 წლიდან გაიზრდება კომპენსაციების მოცულობაც.
🔷აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ტუბერკულოზის მართვის პროგრამით სარგებლობა სრულიად უსასყიდლოდ შეუძლია.
🔷როგორ ხდება პროგრამაში ჩართვა და რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს დაინტერესებულმა პირმა?!
🎬ნახეთ ვრცლად მედიაპროექტში ,,სახელმწიფო პროგარმები აფხაზებისთვის”.
📌Население, проживающее в регионах Абхазии и Цхинвали, может воспользоваться программой по борьбе с туберкулезом совершенно бесплатно.
Как происходит включение в программу и какие документы должен предоставить желающий?!
Подробности смотрите в медиапроекте «Госпрограммы для абхазов».
https://abkhazia-info.com/index.php?m=541&rec_id=452
➡️პარლამენტმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის შექმნის საკითხს მხარი დაუჭირა.
➡️როგორც პარლამენტის წევრმა ირაკლი კირცხალიამ სხდომაზე განაცხადა, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე, ასევე უფლებამოსილება შეუწყდა პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიას.
➡️საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 73-ე მუხლისა და 74-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიზანშეწონილია პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის შექმნა, რომლის საქმიანობაც მიმართული იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხების გადაჭრის ხელშეწყობისაკენ.
➡რუსეთის დუმამ გადაწყვიტა გადადოს ოკუპირებულ აფხაზეთთან „სავაჭრო რეჟიმის შესახებ“ შეთანხმების ოქმის რატიფიცირება, ამის შესახებ რუსული „რია ნოვოსტი“ წერს.
➡რუსული პროპაგანდსიტული მედიის თანახმად, "30 ოქტომბერს მოსკოვმა და სოხუმმა ხელი მოაწერეს საინვესტიციო ხელშეკრულებას. ე.წ. პარლამენტს რატიფიკაციის საკითხი 15 ნოემბერს უნდა განეხილა, თუმცა, „ოპოზიცია წინააღმდეგი იყო და არეულობა მოაწყო“.
➡რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთთან "სავაჭრო რეჟიმის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმების ოქმის რატიფიცირების შესახებ" კანონს 2023 წლის ოქტომბერში მოაწერა ხელი.
➡ამავე წლის ნოემბერში, რუსეთმა დე ფაქტო რესპუბლიკაში გათხევადებული აირის "უბაჟო ექსპორტის" შესახებ ოქმის რატიფიცირება მოახდინა.
➡9 დეკემბერს, ცნობილი გახდა, რომ დღეიდან, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, ინტერნეტი გაითიშება.
ხოლო, 11 - დან 17 დეკემბრის ჩათვლით, სასწავლო - სააღმზრდელო პროცესი სკოლებსა და ბაღებში შეჩერდება.
➡️ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული რთული სიტუაციის გამო ოკუპირებული აფხაზეთის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში გაკვეთილები ერთი კვირით შეჩერდა.
➡️აღნიშნულის შესახებ ე.წ. ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის შტაბის შეხვედრაზე განცხადება ე.წ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ გააკეთა
الحياة فقاعة صورها قبل أن تنفجر ツ ....
Last updated 2 weeks, 4 days ago
JAMnews არის ხუთენოვანი ინტერნეტ-გამოცემა, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ააღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მუშაობს. ჩვენი საიტია - jam-news.net
ახალი ამბები, ანალიტიკა, ისტორიები - საქართველოდან, კავკასიიდან, მსოფლიოდან
Last updated 1 month, 1 week ago
🎀📁 𐙚 ˚ ⊹ cuTtiEe3xO be myself with a soft cute pink color and also symbolize the cuteness inside of me, are you curious about my next vlog? then let's see together (t.me/jamesesu) 𐂯 ! ♡
Last updated 1 month, 1 week ago