Polemos

Description
ႱႠႫႸႭႡႪႭ • ႰႼႫႤႬႠ • ႲႰႠႣႨႺႨႠ

polemos.ge
We recommend to visit

??ᥣᥣⱺ ?υ??? ᑲαᑲ?

ω?ᥣ?ⱺꭑ? ?ⱺ ?ɦ? ?ⱺ??? ρᥣα??

ᥣ?α?? - ?α?

?ɦ? ⱺω??? - ?ɦ????/??ⱺ??

?ᥣᥣ ??ᑯ ?ⱺ ⱺω???.....

?ⱺ ???ᑯ ?ᑯꭑ??/?ⱺ ᥣ??? / ?ⱺ αᑯᑯ ρⱺ??

ᥣ??? - ᑲα?

?ɦα?? ?ⱺυ ?ω?????

ოფიციალური ტელეგრამ არხი.

Last updated 1 year, 10 months ago

პუბლიცისტი & ვიდეო ბლოგერი
🔥 გაწევრიანდი ჩვენს დახურულ არხზე: https://t.me/NikoSvanidze_Bot

Last updated 1 year, 10 months ago

1 year, 7 months ago

ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად შეიცვალა "Meta"-ს პოლიტიკაც აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებაში. "Meta"-მ მეტამორფოზა განიცადა - ახალი წესების თანახმად კომპანიის მფლობელობაში არსებულ პლატფორმებზე (Facebook, Instagram, Threads) შესაძლებელი გახდა არანორმალური სექსუალური ორიენტაციის ფსიქიკურ დაავადებასთან გატოლება. ახალი წესები აგრეთვე რასობრივ, რელიგიურ და სხვა უმცირესობებსაც შეეხო, აქედან გამომდინარე ამ ჯგუფებისადმი გამოთქმული ნებისმიერი აზრი, თუნდაც უარყოფითი ე.წ. სიძულვილის ენად აღარ ჩაითვლება. ასეთი რეფორმების გატარების საჭიროებას ცუკერბერგი სოციალურ ქსელებში არსებული ცენზურის მაღალი დონის არსებობით ხსნის.

ერთი შეხედვით საღმა აზრმა თითქოს გაიმარჯვა და სოციალური ქსელების მომხმარებლებს აღარ შეზღუდავენ საჯაროდ გამოთქმული შეხედულებებისთვის, თითქოს ლგბტ აბსურდიზმის ხანის დასასრული დაიწყო, რაც უნდა გვახარებდეს კიდეც, მაგრამ ნამდვილად ასეა? ის რის დაცვასა და პროპაგანდას წლობით ეწეოდნენ მასმედიაში, კულტურის სხვადასხვა სფეროში, პოლიტიკაში და სოციალურ ქსელებში ადამიანის უფლებებზე, გამოხატვის თავისუფლებასა და ჰუმანიზმის ფუნდამენტურ ფასეულობებზე დაყრდნობით, ის რის გამოც უამრავი ადამიანი დევნის ობიექტი გახდა მათ შორის სოციალურ ქსელებშიც, მოულოდნელად ფსიქიკურ დაავადებად გამოაცხადეს. თანამედროვე სამყაროში არაფერია მუდმივი, პოლიტიკური გადაწყვეტილებებიც ტენდენციურია და მასების კონტროლისთვისაა გათვლილი. "Meta"-ს ახალი რეფორმაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ე.წ. ლგბტ მოძრაობა წმინდა პოლიტიკური პროექტია და ადამიანის უფლებებთან ან გამოხატვის თავისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ყველაფერი, რასაც წლების განმავლობაში ლიბერალური აზროვნება ეყრდნობოდა ბანქოს სახლივით ნელ-ნელა იშლება, სამყარო იცვლება და იმაზე არაპროგნოზირებადი და არასტაბილური ხდება, ვიდრე ეს "ჰუმანიზმისა და შემწყნარებლობის" ვარდისფერი სათვალეებიდან ჩანდა. თანამედროვე ღირებულებები მეტამორფოზას არც მომავალში შეწყვეტენ, ყველაფერი თეთრი სახლის მომავალ ბინადრებზეა დამოკიდებული.

დღეს პოლიტიკურ ამინდს კაპიტალი ქმნის, ხოლო ღირსებამ და მაღალმა მორალურმა ღირებულებებმა ფასი დიდი ხანია დაკარგეს, ამიტომ ჩვენი მხრიდან გირჩევთ, მყარად იდგეთ თქვენს პრინციპებზე, ფასეულობებსა და მსოფლმხედველობაზე და არ აჰყვეთ ცვალებადი სამყაროს ტენდენციურ მასებს.

1 year, 7 months ago
1 year, 7 months ago
1 year, 9 months ago
„როცა „არისტოკრატიაზე“ ვსაუბრობთ, ჩვენ არ ვგულისხმობთ …

„როცა „არისტოკრატიაზე“ ვსაუბრობთ, ჩვენ არ ვგულისხმობთ ტიტულს, ეკონომიკურ ან ინტელექტუალურ ხარისხს, არამედ ხასიათის არისტოკრატიას, სულის არისტოკრატიას. არისტოკრატიის ტიპს, რომელიც ჩვენს გარშემო არსებულ ნანგრევებს შორის უნდა ავაშენოთ“.

ჯუნიო ვალერიო ბორგეზე

? თავადი ალექსანდრე (სიმონ) ჭავჭავაძე.

1 year, 9 months ago
1 year, 9 months ago

1918 წლის 11 ნოემბერს პირველი მსოფლიო ომი დასრულდა. ომი, რომელმაც რადიკალურად შეცვალა მსოფლიოს ისტორია საქართველოსთვისაც გარდამტეხი აღმოჩნდა. ევროპაში მოღვაწე საქართველოს დამოუკიდებლობის ეროვნული კომიტეტის წევრები დაუკავშირდნენ გერმანიის ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლებს და თავიანთი პოლიტიკური მისწრაფება გააცნეს. გერმანიის მოწინააღმდეგე ბანაკის დასუსტება კაიზერ ვილჰელმ მეორის გეგმებშიც შედიოდა, ამიტომ ქართულ ეროვნულ კომიტეტთან დადებულ ხელშეკრულებაში, გერმანიამ საქართველოს დამოუკიდებლობის მიღწევაში დახმარება აღუთქვა.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპულმა სახელმწიფომ საქართველოსადმი მორალური თანაგრძნობით არ შემოიფარგლა და საქმიანი ნაბიჯები გადადგა. გერმანიამ დააფინანსა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის საქმიანობა, უზრუნველყო ოსმალეთის ტერიტორიაზე ქართული ლეგიონის ჩამოყალიბება, წყალქვეშა ნავებით საქართველოში იარაღის შემოტანა და ა.შ. სამი-ოთხი წლის მანძილზე ამგვარმა თანამშრომლობამ ნიადაგი შეუმზადა გერმანიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის ცნობას. დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე საქართველოს დაცვა გერმანიამ ითავა.

1918 წლის ივნისში, საქართველოში შემოვიდა ორი გერმანული ათასეული გენერალ ფრიდრიხ ზიგმუნდ კრეს ფონ კრესენშტაინის მეთაურობით, რომლებსაც თბილისის ქუჩები სიხარულით შეეგებნენ. "ჩვენ მოვედით თქვენს ქვეყანაში როგორც მეგობრები და დავიცავთ თქვენს ტერიტორიას, შევქმნით ისეთ პირობებს, რომელიც ძლიერ ჰყოფს ქართველ ერს. კავკასიის უძველეს მიწაზე ჩვენ მოგვიყვანა არამარტო სამხედრო მიზნებმა, არამედ უდიდესმა სურვილმა, დავეხმაროთ ქართველ ხალხს, აღიდგინოს თავისი ძველი სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა. ჩვენ აქ ვიმყოფებით როგორც მეგობრები და ეს არის საფუძველი ჩვენი შემდგომი თანამშრომლობისა." - განაცხადა გენერალმა თბილისში ჩამოსვლისას.

გერმანელი ჯარისკაცები ქართველებთან მხარდამხარ იბრძოდნენ საქართველოში შემოჭრილი თურქების წინააღმდეგ. ფაქტობრივად გერმანიამ გადაარჩინა საქართველო თურქული დარბევა-განადგურებისგან.

ომში მარცხმა გერმანია იძულებული გახადა თავისი შენაერთები საქართველოდან გაეყვანა. მოკავშირეთა უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოში ბრიტანული ჯარი განლაგდა. ეს უკანასკნელები ცდილობდნენ შეურაცხყოფა მიეყენებინათ და ხელი შეეშალათ გერმანელებისთვის სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ. ქართველებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა მოამაგე გერმანიის მხედრობას უვნებლად დაეტოვებინა რესპუბლიკის ფარგლები. საქართველოს მთავრობის წევრებმა, დიდძალი ხალხის თანდასწრებით პატივით გააცილეს გერმანული ეშელონები თბილისის რკინიგზის სადგურიდან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაცვაში შეტანილი წვლილისთვის გერმანელი ჯარისკაცები და ოფიცრები თამარ მეფის ორდენებით დააჯილდოვეს.

მეგობარი გერმანიის დამარცხება ომში და მისი ჯარის წასვლა დიდი უბედურება იყო ქართველებისთვის. საქართველო მარტო დარჩა მტრების გარემოცვაში...

1 year, 10 months ago
1 year, 10 months ago

დღეს ვიხსენებთ ქართული ემიგრაციის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ წარმომადგენელს - პოლკოვნიკ მიხეილ-ფრიდონ წულუკიძეს.

1915 წელს თავადმა წულუკიძემ ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებელი დაამთავრა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე წულუკიძე მოხალისედ ჩაეწერა რუსეთის იმპერიის არმიაში და მონაწილეობდა ბრძოლებში გალიციის ტერიტორიაზე, სადაც 1917 წელს დაიჭრა. ბრძოლებში გამოჩენისთვის დაჯილდოვდა IV ხარისხის გიორგის ჯვრით, წმ. ანას IV და III ხარისხის ორდენებით, წმ. სტანისლავის IV და III ხარისხის ორდენებით.

1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის არმიაში პოდპოლკოვნიკის, შემდეგ კი პოლკოვნიკის წოდებით. მონაწილეობდა თითქმის ყველა საომარ მოქმედებაში. პოლკოვნიკმა წულუკიძემ თავი გამოიჩინა ბათუმიდან თურქული ჯარის განდევნის ოპერაციაში 1921 წლის მარტში, სადაც ცხენოსანთა რაზმს მეთაურობდა. გადმოცემის თანახმად წულუკიძე ცხენზე ამხედრებული, ხმლით ხელში კაფავდა თურქებს ბარცხანის გარნიზონის აღების დროს.

საქართველოს გაწითლების შემდეგ, პოლკოვნიკი წულუკიძე ემიგრაციაში წავიდა და საფრანგეთში დასახლდა, სადაც თავს ტაქსის მძღოლობით ირჩენდა. საფრანგეთშივე საქართველოს ეროვნულ-სოციალისტური პარტიის "თეთრი გიორგის" რიგებში შევიდა და მონარქისტული ორგანიზაცია დააარსა.

1936-39 წლებში მონაწილეობას იღებდა ესპანეთის სამოქალაქო ომში  გენერალ ფრანკოს მხარეზე. 1940 წლიდან მსახურობდა ვერმახტის ფრანგ მოხალისეთა ანტიბოლშევიკურ ლეგიონში.1942 წლის ოქტომბრიდან კავკასიელ მოხალისეთა რაზმ - "ჯგუფ K"-ს მეთაურობდა. 1944 წლიდან ჩაირიცხა SS-ის VIII საკავალერიო დივიზია "Florian Geyer"-ში, სადაც 1945 წლამდე იმსახურა. 1945 წლის თებერვალში ვაფენ-შტანდარტენფიურერის წოდებით სათავეში ჩაუდგა SS-ის კავკასიური დივიზიის ქართულ პოლკს, რომელიც იმ დროისთვის ჩრდილოეთ იტალიაში იყო დისლოცირებული და ძირითადად პარტიზანების წინააღმდეგ ბრძოლებში იყო ჩართული.

1945 წლის აპრილის ბოლოს ბოლშევიკების ტყვეობაში მოხვედრისგან თავის არიდების მიზნით ფრიდონ წულუკიძე თავის რაზმთან ერთად იტალიელი ანტიკომუნისტი პარტიზანების მხარეს გადავიდა. ქართველებმა პარტიზანებს განუცხადეს, რომ მათ მოძრაობას უერთდებოდნენ უშუალოდ კომუნისტებთან ბრძოლის გაგრძელების მიზნით და გერმანელთა წინააღმდეგ რაიმე მოქმედებებში მონაწილეობას სრულად გამორიცხავდნენ. აღსანიშნავია, რომ პოლკოვნიკი წულუკიძე იგივე ქმედებისკენ კაზაკთა გენერალ პეტრე კრასნოვსაც მოუწოდებდა, მაგრამ მოხუცებულმა ატამანმა, კავკასიური SS დივიზიის სხვა მეთაურებთან ერთად ავსტრიისკენ უკანდახევა ბრძანა, სადაც ინგლისელებმა დაატყვევეს და წითლებს გადასცეს.

ომის შემდეგ ფრიდონ წულუკიძე ცხოვრობდა ესპანეთში, სადაც ნაციონალური რადიოს რუსულ სექციაში მუშაობდა. გარდაიცვალა მადრიდში 1976 წლის 7 ნოემბერს.

პოლკოვნიკი მიხეილ-ფრიდონ წულუკიძე სუფევს!

1 year, 10 months ago

რა დაგვანახა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ? ის, რომ ერად და საზოგადოებად ჯერ კიდევ ვერ ჩამოვყალიბდით, ის, რომ საბჭოთა წარსული არა შორეული ლანდი, არამედ სამწუხარო რეალობაა.

მანკიერი საბჭოთა მემკვიდრეობა - კონფორმიზმი, ნიჰილიზმი, შიში და უმეცრება, საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი პარტიების საუკეთესო იარაღია წინასაარჩევნო პერიოდში. ამის ნათელი მაგალითი წლევანდელი არჩევნებია, რომლებიც ჩვეულებისამებრ გაყალბებების, შანტაჟის, დაშინებისა და ეროვნულ სენტიმენტებზე მანიპულირების ფონზე ჩაიარა. რასაკვირველია დემოკრატიის ზეიმს არც ამჯერად ველოდით, თუმცა ქვეყანაში არსებული საერთო სურათი დარდისა და ფიქრის საბაბს გვაძლევს.

გაყალბების, საჯარო მოხელეების შანტაჟირების, საარჩევნო უბნებთან დაშინებისა და მარგინალური ოპოზიციის ფონზე - ხელისუფლებაში 12 წლის მანძილზე მყოფი პარტიის მიერ 53 %-იანი შედეგის "სახელოვან გამარჯვებად" გამოცხადება სამარცხვინოა და საღად მოაზროვნე ადამიანის ლოგიკაში არ ჯდება.

როდემდე უნდა წყვეტდნენ მეტადონის პროგრამაზე მყოფი შეუმდგარი პირები ან ეთნიკური უმცირესობები, რომლებსაც ქართულად
ლაპარაკიც არ შეუძლიათ ქვეყნის ბედს? როდემდე უნდა ხდებოდეს მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ადამიანების მანიპულირება ბიუჯეტის რესურსით?

და მაინც გვგონია, რომ ხელისუფლების მხარდამჭერებს კომფორტიდან გამოსვლა არ სურთ, ფიქრი და ანალიზი გონებაზე ძალის დატანებას მოითხოვს, ბევრად მარტივია ტელევიზიით მოსმენილი პროპაგანდისტული ნარატივის დამახსოვრება და გამეორება.

სანამ ხალხი ტელევიზიით გადმოცემული ნარატივის ენით ისაუბრებს, ვერ ჩამოვყალიბდებით მაღალი შეგნებისა და კულტურის საზოგადოებად, იქამდე კი ნებისმიერი ხელისუფლება რამიშვილისნაირი ტიპის რუპორიდან კვლავ დაგვაჯერებს კასპის რაიონში ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვის საჭიროებას, მტრისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობასა და რძის მეწველი კაცების არსებობას.

1 year, 10 months ago
We recommend to visit

??ᥣᥣⱺ ?υ??? ᑲαᑲ?

ω?ᥣ?ⱺꭑ? ?ⱺ ?ɦ? ?ⱺ??? ρᥣα??

ᥣ?α?? - ?α?

?ɦ? ⱺω??? - ?ɦ????/??ⱺ??

?ᥣᥣ ??ᑯ ?ⱺ ⱺω???.....

?ⱺ ???ᑯ ?ᑯꭑ??/?ⱺ ᥣ??? / ?ⱺ αᑯᑯ ρⱺ??

ᥣ??? - ᑲα?

?ɦα?? ?ⱺυ ?ω?????

ოფიციალური ტელეგრამ არხი.

Last updated 1 year, 10 months ago

პუბლიცისტი & ვიდეო ბლოგერი
🔥 გაწევრიანდი ჩვენს დახურულ არხზე: https://t.me/NikoSvanidze_Bot

Last updated 1 year, 10 months ago