Polemos

Description
polemos.ge
Advertising
We recommend to visit

Last updated 3 days, 14 hours ago

??ᥣᥣⱺ ?υ??? ᑲαᑲ?

ω?ᥣ?ⱺꭑ? ?ⱺ ?ɦ? ?ⱺ??? ρᥣα??

ᥣ?α?? - ?α?

?ɦ? ⱺω??? - ?ɦ????/??ⱺ??

?ᥣᥣ ??ᑯ ?ⱺ ⱺω???.....

?ⱺ ???ᑯ ?ᑯꭑ??/?ⱺ ᥣ??? / ?ⱺ αᑯᑯ ρⱺ??

ᥣ??? - ᑲα?

?ɦα?? ?ⱺυ ?ω?????

ოფიციალური ტელეგრამ არხი.

Last updated 1 month, 4 weeks ago

5 days ago
„როცა „არისტოკრატიაზე“ ვსაუბრობთ, ჩვენ არ ვგულისხმობთ …

„როცა „არისტოკრატიაზე“ ვსაუბრობთ, ჩვენ არ ვგულისხმობთ ტიტულს, ეკონომიკურ ან ინტელექტუალურ ხარისხს, არამედ ხასიათის არისტოკრატიას, სულის არისტოკრატიას. არისტოკრატიის ტიპს, რომელიც ჩვენს გარშემო არსებულ ნანგრევებს შორის უნდა ავაშენოთ“.

ჯუნიო ვალერიო ბორგეზე

📷 თავადი ალექსანდრე (სიმონ) ჭავჭავაძე.

1 week, 4 days ago
1 week, 4 days ago

1918 წლის 11 ნოემბერს პირველი მსოფლიო ომი დასრულდა. ომი, რომელმაც რადიკალურად შეცვალა მსოფლიოს ისტორია საქართველოსთვისაც გარდამტეხი აღმოჩნდა. ევროპაში მოღვაწე საქართველოს დამოუკიდებლობის ეროვნული კომიტეტის წევრები დაუკავშირდნენ გერმანიის ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლებს და თავიანთი პოლიტიკური მისწრაფება გააცნეს. გერმანიის მოწინააღმდეგე ბანაკის დასუსტება კაიზერ ვილჰელმ მეორის გეგმებშიც შედიოდა, ამიტომ ქართულ ეროვნულ კომიტეტთან დადებულ ხელშეკრულებაში, გერმანიამ საქართველოს დამოუკიდებლობის მიღწევაში დახმარება აღუთქვა.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპულმა სახელმწიფომ საქართველოსადმი მორალური თანაგრძნობით არ შემოიფარგლა და საქმიანი ნაბიჯები გადადგა. გერმანიამ დააფინანსა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის საქმიანობა, უზრუნველყო ოსმალეთის ტერიტორიაზე ქართული ლეგიონის ჩამოყალიბება, წყალქვეშა ნავებით საქართველოში იარაღის შემოტანა და ა.შ. სამი-ოთხი წლის მანძილზე ამგვარმა თანამშრომლობამ ნიადაგი შეუმზადა გერმანიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის ცნობას. დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე საქართველოს დაცვა გერმანიამ ითავა.

1918 წლის ივნისში, საქართველოში შემოვიდა ორი გერმანული ათასეული გენერალ ფრიდრიხ ზიგმუნდ კრეს ფონ კრესენშტაინის მეთაურობით, რომლებსაც თბილისის ქუჩები სიხარულით შეეგებნენ. "ჩვენ მოვედით თქვენს ქვეყანაში როგორც მეგობრები და დავიცავთ თქვენს ტერიტორიას, შევქმნით ისეთ პირობებს, რომელიც ძლიერ ჰყოფს ქართველ ერს. კავკასიის უძველეს მიწაზე ჩვენ მოგვიყვანა არამარტო სამხედრო მიზნებმა, არამედ უდიდესმა სურვილმა, დავეხმაროთ ქართველ ხალხს, აღიდგინოს თავისი ძველი სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა. ჩვენ აქ ვიმყოფებით როგორც მეგობრები და ეს არის საფუძველი ჩვენი შემდგომი თანამშრომლობისა." - განაცხადა გენერალმა თბილისში ჩამოსვლისას.

გერმანელი ჯარისკაცები ქართველებთან მხარდამხარ იბრძოდნენ საქართველოში შემოჭრილი თურქების წინააღმდეგ. ფაქტობრივად გერმანიამ გადაარჩინა საქართველო თურქული დარბევა-განადგურებისგან.

ომში მარცხმა გერმანია იძულებული გახადა თავისი შენაერთები საქართველოდან გაეყვანა. მოკავშირეთა უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოში ბრიტანული ჯარი განლაგდა. ეს უკანასკნელები ცდილობდნენ შეურაცხყოფა მიეყენებინათ და ხელი შეეშალათ გერმანელებისთვის სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ. ქართველებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა მოამაგე გერმანიის მხედრობას უვნებლად დაეტოვებინა რესპუბლიკის ფარგლები. საქართველოს მთავრობის წევრებმა, დიდძალი ხალხის თანდასწრებით პატივით გააცილეს გერმანული ეშელონები თბილისის რკინიგზის სადგურიდან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაცვაში შეტანილი წვლილისთვის გერმანელი ჯარისკაცები და ოფიცრები თამარ მეფის ორდენებით დააჯილდოვეს.

მეგობარი გერმანიის დამარცხება ომში და მისი ჯარის წასვლა დიდი უბედურება იყო ქართველებისთვის. საქართველო მარტო დარჩა მტრების გარემოცვაში...

2 weeks, 1 day ago
2 weeks, 1 day ago

დღეს ვიხსენებთ ქართული ემიგრაციის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ წარმომადგენელს - პოლკოვნიკ მიხეილ-ფრიდონ წულუკიძეს.

1915 წელს თავადმა წულუკიძემ ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებელი დაამთავრა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე წულუკიძე მოხალისედ ჩაეწერა რუსეთის იმპერიის არმიაში და მონაწილეობდა ბრძოლებში გალიციის ტერიტორიაზე, სადაც 1917 წელს დაიჭრა. ბრძოლებში გამოჩენისთვის დაჯილდოვდა IV ხარისხის გიორგის ჯვრით, წმ. ანას IV და III ხარისხის ორდენებით, წმ. სტანისლავის IV და III ხარისხის ორდენებით.

1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის არმიაში პოდპოლკოვნიკის, შემდეგ კი პოლკოვნიკის წოდებით. მონაწილეობდა თითქმის ყველა საომარ მოქმედებაში. პოლკოვნიკმა წულუკიძემ თავი გამოიჩინა ბათუმიდან თურქული ჯარის განდევნის ოპერაციაში 1921 წლის მარტში, სადაც ცხენოსანთა რაზმს მეთაურობდა. გადმოცემის თანახმად წულუკიძე ცხენზე ამხედრებული, ხმლით ხელში კაფავდა თურქებს ბარცხანის გარნიზონის აღების დროს.

საქართველოს გაწითლების შემდეგ, პოლკოვნიკი წულუკიძე ემიგრაციაში წავიდა და საფრანგეთში დასახლდა, სადაც თავს ტაქსის მძღოლობით ირჩენდა. საფრანგეთშივე საქართველოს ეროვნულ-სოციალისტური პარტიის "თეთრი გიორგის" რიგებში შევიდა და მონარქისტული ორგანიზაცია დააარსა.

1936-39 წლებში მონაწილეობას იღებდა ესპანეთის სამოქალაქო ომში  გენერალ ფრანკოს მხარეზე. 1940 წლიდან მსახურობდა ვერმახტის ფრანგ მოხალისეთა ანტიბოლშევიკურ ლეგიონში.1942 წლის ოქტომბრიდან კავკასიელ მოხალისეთა რაზმ - "ჯგუფ K"-ს მეთაურობდა. 1944 წლიდან ჩაირიცხა SS-ის VIII საკავალერიო დივიზია "Florian Geyer"-ში, სადაც 1945 წლამდე იმსახურა. 1945 წლის თებერვალში ვაფენ-შტანდარტენფიურერის წოდებით სათავეში ჩაუდგა SS-ის კავკასიური დივიზიის ქართულ პოლკს, რომელიც იმ დროისთვის ჩრდილოეთ იტალიაში იყო დისლოცირებული და ძირითადად პარტიზანების წინააღმდეგ ბრძოლებში იყო ჩართული.

1945 წლის აპრილის ბოლოს ბოლშევიკების ტყვეობაში მოხვედრისგან თავის არიდების მიზნით ფრიდონ წულუკიძე თავის რაზმთან ერთად იტალიელი ანტიკომუნისტი პარტიზანების მხარეს გადავიდა. ქართველებმა პარტიზანებს განუცხადეს, რომ მათ მოძრაობას უერთდებოდნენ უშუალოდ კომუნისტებთან ბრძოლის გაგრძელების მიზნით და გერმანელთა წინააღმდეგ რაიმე მოქმედებებში მონაწილეობას სრულად გამორიცხავდნენ. აღსანიშნავია, რომ პოლკოვნიკი წულუკიძე იგივე ქმედებისკენ კაზაკთა გენერალ პეტრე კრასნოვსაც მოუწოდებდა, მაგრამ მოხუცებულმა ატამანმა, კავკასიური SS დივიზიის სხვა მეთაურებთან ერთად ავსტრიისკენ უკანდახევა ბრძანა, სადაც ინგლისელებმა დაატყვევეს და წითლებს გადასცეს.

ომის შემდეგ ფრიდონ წულუკიძე ცხოვრობდა ესპანეთში, სადაც ნაციონალური რადიოს რუსულ სექციაში მუშაობდა. გარდაიცვალა მადრიდში 1976 წლის 7 ნოემბერს.

პოლკოვნიკი მიხეილ-ფრიდონ წულუკიძე სუფევს!

2 weeks, 3 days ago

რა დაგვანახა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ? ის, რომ ერად და საზოგადოებად ჯერ კიდევ ვერ ჩამოვყალიბდით, ის, რომ საბჭოთა წარსული არა შორეული ლანდი, არამედ სამწუხარო რეალობაა.

მანკიერი საბჭოთა მემკვიდრეობა - კონფორმიზმი, ნიჰილიზმი, შიში და უმეცრება, საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი პარტიების საუკეთესო იარაღია წინასაარჩევნო პერიოდში. ამის ნათელი მაგალითი წლევანდელი არჩევნებია, რომლებიც ჩვეულებისამებრ გაყალბებების, შანტაჟის, დაშინებისა და ეროვნულ სენტიმენტებზე მანიპულირების ფონზე ჩაიარა. რასაკვირველია დემოკრატიის ზეიმს არც ამჯერად ველოდით, თუმცა ქვეყანაში არსებული საერთო სურათი დარდისა და ფიქრის საბაბს გვაძლევს.

გაყალბების, საჯარო მოხელეების შანტაჟირების, საარჩევნო უბნებთან დაშინებისა და მარგინალური ოპოზიციის ფონზე - ხელისუფლებაში 12 წლის მანძილზე მყოფი პარტიის მიერ 53 %-იანი შედეგის "სახელოვან გამარჯვებად" გამოცხადება სამარცხვინოა და საღად მოაზროვნე ადამიანის ლოგიკაში არ ჯდება.

როდემდე უნდა წყვეტდნენ მეტადონის პროგრამაზე მყოფი შეუმდგარი პირები ან ეთნიკური უმცირესობები, რომლებსაც ქართულად
ლაპარაკიც არ შეუძლიათ ქვეყნის ბედს? როდემდე უნდა ხდებოდეს მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ადამიანების მანიპულირება ბიუჯეტის რესურსით?

და მაინც გვგონია, რომ ხელისუფლების მხარდამჭერებს კომფორტიდან გამოსვლა არ სურთ, ფიქრი და ანალიზი გონებაზე ძალის დატანებას მოითხოვს, ბევრად მარტივია ტელევიზიით მოსმენილი პროპაგანდისტული ნარატივის დამახსოვრება და გამეორება.

სანამ ხალხი ტელევიზიით გადმოცემული ნარატივის ენით ისაუბრებს, ვერ ჩამოვყალიბდებით მაღალი შეგნებისა და კულტურის საზოგადოებად, იქამდე კი ნებისმიერი ხელისუფლება რამიშვილისნაირი ტიპის რუპორიდან კვლავ დაგვაჯერებს კასპის რაიონში ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვის საჭიროებას, მტრისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობასა და რძის მეწველი კაცების არსებობას.

3 weeks ago
3 weeks ago
ამ დღეს, ზუსტად 11 წლის წინ, …

ამ დღეს, ზუსტად 11 წლის წინ, ათენში კომუნისტმა ტერორისტებმა მუხანათურად მოკლეს ორი ახალგაზრდა ბერძენი ნაციონალისტი - მანოლის კაპელონისი და გიორგოს ფუნტულისი. ამ დანაშაულისთვის პასუხი დღემდე არავინ აგო, რადგან სისტემამ არ ინება ამ საქმის გამოძიება, მსგავსად იმ უამრავი საქმისა, რომელიც ნაციონალისტების მკვლელობას წინ უძღოდა.

დღევანდელ მანკიერებებით სავსე დროში გულანთებული და მიუკერძოებელი პატრიოტები ყველა მხრიდან უსამართლობას და დევნას განიცდიან. სამშობლოსა და ერის უანგარო სიყვარულისთვის მოკლული მანოლისისა და გიორგოსის მაგალითი გვაძლევს ძალას და ლამპარივით გვინათებს დაბრკოლებებითა და სირთულეებით აღსავსე გზას.

საქართველოში ახსოვთ იდეისთვის წამებული ბერძენი პატრიოტები - მანოლისი და გიორგოსი სუფევენ!

3 weeks, 5 days ago

28 ოქტომბერს დაიბადა გამოჩენილი ქართველი ანტიბოლშევიკი მწერალი და მოაზროვნე - გრიგოლ რობაქიძე.

რობაქიძემ წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ ლიტერატურასა და კულტურაში. 1917 წელს მისი მონაწილეობით დაარსდა მწერალთა კავშირი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ლიტერატურულ ცხოვრებაში.

1921 წელს წითელი რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ გრიგოლ რობაქიძე ჩაება ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში, რისთვისაც შემდგომში განიცდიდა დევნას წითელი რეჟიმისგან. ფაშისტად წოდებული მწერლის შემოქმედება აკრძალული იყო საბჭოთა კავშირში.

1931 წლიდან ცხოვრობდა გერმანიაში, სადაც სხვადასხვა წლებში გამოიცა მისი ნაწარმოებები: "მეგი", "ჩაკლული სული", ქალღმერთის ძახილი", "გრაალის მცველნი", "დემონი და მითოსი". მისი შემოქმედების ბაზისი მითოლოგიურ დისკურსსა და პარადიგმებზეა აგებული. ევროპულ პრესაში ხშირად იბეჭდებოდა მისი ლიტერატურული და პოლიტიკური წერილები, ესეები.

რობაქიძე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ქართველ ემიგრანტებს შორის, მისი ყურადღების გარეშე არ რჩებოდა არც ერთი ეროვნული საკითხი. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართულ-გერმანული ურთიერთობების გაღრმავებაში. ომის პერიოდში გრიგოლ რობაქიძე მზრუნველობას იჩენდა ვერმახტის ქართველი ლეგიონერებისადმი და აქტიურ მონაწილეობას იღებდა მათ ცხოვრებაში.

1942 წელს მისი მოღვაწეობით ბერლინში ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი დაარსდა. იყო ანტიბოლშევიკ ერთა ბლოკის თვალსაჩინო მოღვაწე. რობაქიძე ავტორია ესეებისა ადოლფ ჰიტლერსა და ბენიტო მუსოლინიზე, რომლებიც გერმანიაში დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ და არაერთხელ გამოიცა.

ომის დასრულების შემდეგ ცხოვრობდა შვეიცარიაში. აღსანიშნავია, რომ ლიტერატურის დარგში მისი ნობელის პრემიაზე წარდგენა იყო გადაწყვეტილი, თუმცა მწერალი ამას ვერ მოესწრო. გრიგოლ რობაქიძე ჟენევაში მარტოობასა და სიდუხჭირეში გარდაიცვალა.

„ჩემი ნატვრაა: როცა მე ამსოფლად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, წიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს აანთებდეს და პაწა სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს, მეტს არასა ვთხოვ საქართველოს.“

4 weeks, 1 day ago

კარს მომდგარი მნიშვნელოვანი არჩევნების წინ ვნებათაღელვა სულ უფრო მატულობს. წელს წინასაარჩევნო რბოლაში სახელისუფლებო პარტიამ სტრატეგია შეცვალა და ოპონენტებისგან განსხვავებით, ბანალურ - სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების დაპირებებს ნაკლებად გასცემს. "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის საპირისპირო მოსაზრების მიუხედავად, "ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის განმავლობაში გაცემული სოციალურ-ეკონომიკური დაპირებები ფუჭი აღმოჩნდა, რაც ნათლად ჩანს საქართველოში გაზრდილი ინფლაციით, შრომის დაბალი ანაზღაურებითა და მიგრაციის მაღალი მაჩვენებლით. აქედან გამომდინარე, "ოცნების" მესვეურებმა ამომრჩეველზე ზემოქმედების აქამდე აპრობირებული მეთოდების (მოსყიდვა, შანტაჟი, დაშინება) გარდა, ფსონი მოსახლეობის ემოციებითა და ფუნდამენტური ფასეულობებით მანიპულირებაზე გააკეთეს.

მამული, ენა, სარწმუნოება - ილიას ეს სიტყვები ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიის დევიზად აქცია, ხოლო პარტიის პოლიტიკა ოჯახური ფასეულობების, ტრადიციების, ზნეობისა და კულტურის დამცველ ერთადერთ გზად გამოაცხადა. წლების წინ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიმღებმა მთავრობამ, წელს, მოსახლეობის კონსერვატიული განწყობებით მანიპულირების მიზნით ანტი-ლგბტ კანონიც მიიღო.

სამწუხაროდ, უამრავ მოქალაქეზე ამ პოლიტიკურმა სვლამ ზეგავლენა იქონია, ისევე, როგორც ომით დაშინებამ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ილუზიურმა დაპირებამ. არადა, საკმარისია არქივს გადავავლოთ თვალი და ნათლად დავინახავთ, რომ "ოცნების" მესვეურები არათუ მხარს უჭერდნენ ლგბტ პირების უფლებების დაცვას და დაკანონებას, არამედ კონსერვატიული/ნაციონალისტური იდეები ეთაკილებოდათ კიდევაც.

წლების განმავლობაში ქართული სატელევიზიო არხები ჯიუტად ცდილობდნენ მოსახლეობისთვის არატრადიციული ფასეულობები თავს მოეხვიათ, რაშიც ლომის წვლილი სახელისუფლებო ტელეკომპანია "იმედსაც" მიუძღვის, თავისი რეპორტაჟებითა და გადაცემებით ლგბტ პირების რთული ცხოვრებისეული ისტორიებით. აღსანიშნავია აგრეთვე "ოცნების" პროპაგანდისტული არხების ედ ჰოკისა და პოსტივის ჩართულობაც ამ საქმეში. პოსტივის მთავარი წამყვანები ერთ დროს ლგბტ აქტივობებში მონაწილეობასაც კი იღებდნენ.

ოცნების არაგულწრფელობაში საღად მოაზროვნე ადამიანებს ეჭვი არც ეპარებათ, შესაბამისად მოსახლეობის სენტიმენტებზე თამაში მორიგი წინასაარჩევნო სვლაა ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად.

აქვე დავძენთ, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას მხარს არ ვუჭერთ და ყველას მიმართ უარყოფითად ვართ განწყობილნი.

არ მოტყუვდე, ნუ აირჩევ პიდ*რასტებს!

We recommend to visit

Last updated 3 days, 14 hours ago

??ᥣᥣⱺ ?υ??? ᑲαᑲ?

ω?ᥣ?ⱺꭑ? ?ⱺ ?ɦ? ?ⱺ??? ρᥣα??

ᥣ?α?? - ?α?

?ɦ? ⱺω??? - ?ɦ????/??ⱺ??

?ᥣᥣ ??ᑯ ?ⱺ ⱺω???.....

?ⱺ ???ᑯ ?ᑯꭑ??/?ⱺ ᥣ??? / ?ⱺ αᑯᑯ ρⱺ??

ᥣ??? - ᑲα?

?ɦα?? ?ⱺυ ?ω?????

ოფიციალური ტელეგრამ არხი.

Last updated 1 month, 4 weeks ago