რუსეთ - უკრაინის ომის, საქართველოს და მსოფლიოს სიახლეები LIVE რეჟიმში.
კონტაქტი: https://t.me/vol202Bot
ჩვენი ჩატი: https://t.me/vol20chat
18+ არხი: https://t.me/vol218
არხის მხარდაჭერა:
BOG: #GE48BG0000000537413605
TBC ბანკი: #GE97TB7376245061600053
Last updated 3 days, 4 hours ago
Last updated 1 month ago
੭ৎ -- 𑄜wner @chokukw6 ( !! )
брать симвꪫлы с п𑄜дписк𑄜й, пꪫ желанию с 𑄜тметк𑄜й !! 𓆩♡゙𓆪
• прайс @prachoko
Last updated 2 months, 1 week ago
ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრმა ძამბოლატ თედეევმა ოსურ მედიასთან განაცხადა, რომ “სამხრეთ ოსეთისთვის [დე ფაქტო – რედ.] საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის გახსნა სასარგებლო იქნება”. ოს დეპუტატს მიაჩნია, რომ ახლა გზის გახსნა რუსეთზეა დამოკიდებული. თუმცა, მისივე თქმით, ეს ფაქტი, პირველ რიგში, “დადებითად აისახება ცხინვალის ბიუჯეტზე.” https://netgazeti.ge/news/751005/
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მიმდინარე საპროტესტო ტალღის ფონზე, წინა დღეს დაკავებული ოთხი ოპოზიციონერი, ასლან გვარამია, ომარ სმირი, რამაზ ჯოპუა და გარი კოკაია გაათავისუფლეს. https://netgazeti.ge/news/751265/
🚫 შვედი ეკოაქტივისტი, გრეტა ტუნბერგი, ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა და მიმდინარე პროცესებში ერთვებოდა.
📌 "ბოლო კვირა გავატარე საქართველოში, ვესაუბრე მამაც აქტივისტებსა და ჟურნალისტებს, რომლებიც დემოკრატიის ეროზიის წინააღმდეგ დგანან. ისინი აპროტესტებენ მთავრობას, რომელმაც გააყალბა ბოლო არჩევნები და თავისუფლებისა და თანასწორობის საფუძვლებს „თავს დაესხა" ამით.
მსოფლიომ საქართველოს ყურადღება უნდა მიაქციოს. ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ მათი ხმა გაიგონონ. ისინი იმსახურებენ შანსს, აირჩიონ თავიანთი მომავალი. ეს არ არის მხოლოდ მათი ბრძოლა - ეს არის ყველა ადამიანის ბრძოლა, ვისაც სჯერა თავისუფლების, თანასწორობისა და სამართლიანობის", - დაწერა მან სოციალურ ქსელში საქართველოზე.
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ტრამპის გამარჯვებით „ქართული ოცნების“ არსებული პრობლემები კიდევ უფრო დამძიმდება https://netgazeti.ge/news/750279/
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება და ბიძინა ივანიშვილს არწმუნებს, რომ აშშ-ის პოლიტიკა პირადად მის და მისი ხელისუფლების მიმართ კიდევ უფრო მკაცრი იქნება
🔸 პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დონალდ ტრამპს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მისალოც ტექსტში კობახიძემ კვლავ ახსენა ტერმინი გადატვირთვა, რომელსაც ის ხშირად იყენებს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების პერსპექტივებზე საუბრისას.
🔹 “ვულოცავ პრეზიდენტ ტრამპს ამ გადამწყვეტ გამარჯვებას არჩევნებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპის ლიდერობა უზრუნველყოფს მშვიდობას გლობალურად და ჩვენს რეგიონში, ისევე როგორც აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას”, – წერს კობახიძე.
❗️❗️საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 29 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიებში წარადგინა საჩივრები, რომლითაც ითხოვს შესაბამის ოლქებში შემავალი ყველა იმ უბნის (2263) შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.
✅საიას განცხადებით, მათ მიერ წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს ხელახალი არჩევნების ჩატარებას, რადგან ტექნოლოგიური უბნების შედეგების ბათილობა არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე.
⭕️საია დავობს, რომ კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას.
„უნდა ვაღიაროთ, რომ დღეისათვის საქართველოში რუსეთმა მოიგო. მათ ჯერ მიიტაცეს საქართველოს ნაწილი, მერე შეცვალეს პოლიტიკა, შეცვალეს მთავრობა და ახლა იქ პრორუსული მთავრობაა, პრორუსული პოზიციები. არანაირი სანქციები პუტინის წინააღმდეგ, ძალიან ბევრი რუსი საქართველოში… მათი არჩევანია რუსეთთან მეგობრობა, მათი არჩევანია არ წავიდნენ ევროკავშირისკენ. მათ შეცვალეს პოზიცია. დღესდღეობით რუსეთმა გაიმარჯვა. მათ წაართვეს საქართველოს თავისუფლება“, — განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, იმავეს ცდილობს რუსეთი მოლდოვაშიც. https://netgazeti.ge/news/749191/
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 30 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 693 640 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 560]
ტანკი – 9 137 ერთეული [+8]
ჯავშანტექნიკა – 18 433 ერთეული [+29]
საარტილერიო სისტემა – 19 955 ერთეული [+38] https://batumelebi.netgazeti.ge/news/550152/
რუსულიდან გადმოკოპირებული „ოცნების“ საარჩევნო კლიპი:
📌„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ ვიდეო რგოლი გამოაქვეყნა, რომლის სიუჟეტიც, 2018 წელს, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაკეთებული ვიდეო რგოლის სრული ანალოგია.
📌ორივე ვიდეოში არჩეევნების წინა ღამეა ნაჩვენები, სადაც დაძინებამდე ქალი ახსენებს, რომ ხვალ არჩევნებია, კაცი კი არჩევნებზე წასვლას არ აპირებს; კაცი ორივეგან აფიქსირებს, რომ ისედაც მმართველი გუნდი გაიმარჯვებს.
📌შემდეგ ნაჩვენებია, თუ რა ესიზმრება კოშმარში კაცს. ქართულ კოშმარში - ომის კადრები და ოპოზიციური პარტიების პოლიტიკოსების სახეები ჩანს, რუსულ კოშმარში მომავალი, სადაც ლგბტ ადამიანები არიან.
📌ორივე ვიდეოში შეშინებული კაცი იღვიძებს და აღვიძებს ქალს, რომ დაუყოვნებლივ წავიდნენ არჩევნებზე. https://www.youtube.com/watch?v=tpoAsol_H1E
რუსეთ - უკრაინის ომის, საქართველოს და მსოფლიოს სიახლეები LIVE რეჟიმში.
კონტაქტი: https://t.me/vol202Bot
ჩვენი ჩატი: https://t.me/vol20chat
18+ არხი: https://t.me/vol218
არხის მხარდაჭერა:
BOG: #GE48BG0000000537413605
TBC ბანკი: #GE97TB7376245061600053
Last updated 3 days, 4 hours ago
Last updated 1 month ago
੭ৎ -- 𑄜wner @chokukw6 ( !! )
брать симвꪫлы с п𑄜дписк𑄜й, пꪫ желанию с 𑄜тметк𑄜й !! 𓆩♡゙𓆪
• прайс @prachoko
Last updated 2 months, 1 week ago