Do Your Best...!!!
Last updated 2 years ago
Canal de humor!
Humor, sempre a melhor opção!
Last updated 3 months ago
Ram. Teachings and Sermons of Swami RamsukhdasJi.
राम। स्वामी रामसुखदासजी के प्रवचन और सिद्धांत।
Last updated 5 months, 2 weeks ago
NS სამყარო ~ არხი სადაც შეხვდებით ქართულ NS და მსოფლიოს NS კულტურას, ასევე ამ არხზე შეგხვდებათ წარსულში განვითარებული მოვლენები, ისტორიები და ბევრი სხვა რამ რავ NS კულტურას უკავშირდება.
დღეს ეროვნული გმირის, გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, ლინგვისტისა და პოლიტიკური მოღვაწის, ეროვნულ-სოციალისტური ორგანიზაცია “თეთრი გიორგის” ერთ-ერთი ლიდერის - მიხაკო წერეთლის დაბადების დღეა.
მიხაკო წერეთელი აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, აგრეთვე ეწეოდა ნაყოფიერ პუბლიცისტურ მოღვაწეობას.
პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანული წყალქვეშა ნავით საქართველოში იარაღი და ფული ჩაიტანა, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლის საწარმოებლად.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ იყო დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელი გერმანიასა და სკანდინავიის ქვეყნებში. ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასირიოლოგიისა და ძველი აღმოსავლეთის ისტორიის პროფესორი.
1921 წელს ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ იძულებული გახდა სამშობლო სამუდამოდ დაეტოვებინა. ემიგრაციაში მან ქართულ ენაზე თარგმნა “გილგამეშის ეპოსი”, კაცობრიობის პირველი ლიტერატურული ნაწარმოები. შედეგად ქართული ენა გახდა მესამე ენა ინგლისურისა და ფრანგულის შემდეგ, რომელზედაც ეს ეპოსი ითარგმნა.
1922-1933 წლებში იყო ჯერ ბრიუსელის უნივერსიტეტის, 1933-1945 წლებში კი ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი. გერმანიაში აგრძელებდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას ლეო კერესელიძესთან ერთად ორგანიზაცია “თეთრ გიორგიში”. 1942 წელს თანადააფუძნა “ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი”. გარდა ამისა იყო “ქართული სამოკავშირეო კომიტეტის” ერთ-ერთი მოთავე ფიგურა და ეწეოდა ქართული ლეგიონის ფორმირებას.
მიხაკო წერეთლის ერთადერთი შვილი - ობერლეიტენანტი ოთარ წერეთელი, 1945 წელს ბოლშევიკებთან ბრძოლისას დაიღუპა პომერანიაში (ტანკში დაიწვა).
მიხაკო წერეთელმა მთელი ცხოვრება დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას მიუძღვნა, ამ ბრძოლას შეეწირა მისი ერთადერთი ვაჟიც. იგი 1965 წელს მარტოობაში, სამშობლოდან შორს, უცხო მიწაზე გარდაიცვალა.
მისი სახელი და იდეები მუდამ იცოცხლებენ გულანთებული ქართველების ცნობიერებაში.
მიხაკო წერეთელი სუფევს!
Do Your Best...!!!
Last updated 2 years ago
Canal de humor!
Humor, sempre a melhor opção!
Last updated 3 months ago
Ram. Teachings and Sermons of Swami RamsukhdasJi.
राम। स्वामी रामसुखदासजी के प्रवचन और सिद्धांत।
Last updated 5 months, 2 weeks ago