Georgia and virtual War !

Description
დიდი ცვლილებები ხდება მსოფლიოში, ახალი ამბები, რომელიც საქართველოს უშუალოდ ეხება.. ბევრი ფაქტი და ანალიზი
Advertising
We recommend to visit

الحياة فقاعة صورها قبل أن تنفجر ツ ....

Last updated 3 weeks ago

JAMnews არის ხუთენოვანი ინტერნეტ-გამოცემა, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ააღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მუშაობს. ჩვენი საიტია - jam-news.net

ახალი ამბები, ანალიტიკა, ისტორიები - საქართველოდან, კავკასიიდან, მსოფლიოდან

Last updated 1 month, 1 week ago

🎀📁 𐙚   ˚ ⊹ cuTtiEe3xO be myself with a soft cute pink color and also symbolize the cuteness inside of me, are you curious about my next vlog? then let's see together (t.me/jamesesu) 𐂯 ! ♡

Last updated 1 month, 1 week ago

1 week, 1 day ago

პროკურატურა ელისაშვილთან და ერთ არასრულწლოვანთან მიმართებაში პატიმრობის ნაცვლად, გირაოს ითხოვს...

ანუ გამოვუშვებთო რა , მარტივად რო ვთქვათ!...

ხოდა, აქციებსაც აქვს აზრი, წინააღმდეგობასაც , არ დათმობასაც (ნაძვის ხის ეპოპეა) და გაფიცვებსაც...

დაჟე საცივიც კი ჩვენ სასარგებლოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ))..

წარმოიდგინეთ თავისუფლებიდან ჭავჭავაძემდე საახალწლო ზეიმი, თავის ლოკალური პურმარილებით)..

წარმოიდგინეთ? მაგაზე დიდი ზეიმი არასდროს გვექნება ქართველებს!

3 weeks, 6 days ago

რუბლი რო გეექცათ კოსმოსში გაიგებდით ალბათ )...

მარა სხვა საინტერესო ნიუსებიცაა..

რუსალ-ი ალუმინის წარმოებას ამცირებს..

მანქანების გაყიდვა მკვეთრად მცირდება.. მეტიც, იცით რომელი მოდელია ჰიტებში გაყიდვების? ვაზ 07 )).. კი ის ნოლსემი, რომელიც 11 წელია უკვე აღარ გამოდის.. რატომ? იმიტო რო იაფია და მოსახლეობას უფრო ძვირიანის ფუფუნება აღარ აქვს!

ინფლაცია, მიუხედავად ცენტრალური ბანკის ბევრი მცდელობისა, მატულობს...

პ.ს. ბევრი რო კითხულობდა, კი მაგრამ როდის დაუმთავრდება პუტინს ფულიო, აი შევდივართ მაგ ეტაპში, როდესაც რუსეთის ეკონომიკა უბრალოდ ვეღარ ქაჩავს ამ ომს.. მე პირადად მეგონა (და არა მარტო მე), რომ რუსეთი ამდენ ხანს ვერ გაძლებდა.. სამწუხაროდ გაძლო , მათ შორის "მეგობრული" ქვეყნების დახმარებით და დასავლეთის უნიათობით.. მაგრამ ეს ამბავიც მთავრდება ჩვენ თვალწინ..

პ.პ.ს. და ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ ჯერ კიდევ ნარჩუნდება ენერგომატარებლებზე საკმაოდ მაღალი ფასი.. მაგრამ ყველა პროგნოზით, მისი ფასიც ჩამოვა მნიშვნელოვნად ქვემოთ (თუნდაც იმიტო რო ნავთობის წარმოება მოთხოვნილებას აჭარბებს ამ პერიოდში)

4 weeks, 1 day ago

უკრაინელები უკვე რეგულარულად ბომბავენ რუსეთის ტერიტორიას დასავლური შორისმსროლელი რაკეტებით...რაც მთავარია შედეგიანად (დასტურდება ვიდეოებით, საერთოდ არა აქ მნიშვნელობა პვო-მ რამდენი ჩამოაგდო, მთავარია რამდენმა მიაღწია მიზანს)

რუსეთმა აფიციალნა(ცენტრალური ბანკის პრესრელიზი) ჩართო რუბლის პეჩატნი სტანოკი, სავარაუდოდ ტრილიონზე მეტი რუბლი შევა ბაზარზე გაზაფხულამდე.. რა დაემართება ინფლაციას და ფასებს, ჩემგან არ გესწავლებათ...

რუსეთის კომუნალური მომსახურების სფეროში იმდენად სერიოზული დეფიციტია მუშახელის, რომ პროფკავშირებმა მთავრობას მიმართეს, ქენით რამე, თორე ზამთარში კატასტროფას ვერ ავცდებითო...

ტრამპს (უკვე აფიციალნა დადასტურებულად) მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ნავთობის ფასები ძირსა დასცეს...

ასე რო გლობალურ ფონზე არ არის ცუდად საქმე, ყველაფერი კარგად იქნება... მაგრამ ჩვენი ავგიას თავლა ჩვენივე გასაწმენდია!

3 months, 3 weeks ago

სახელმწიფო რელიგიაზედ...

წინასაარჩევნოდ იდეა თითქოს ცუდი არ იყო. ხელს შეუწყობდა მრევლის მობილიზებას..ხოლო ამ საკონსტიტუციო ცვლილების მოწინააღმდეგეები გამოცხადდებოდნენ "უცხოური ძალის და გლობალური ომის პარტიის" აგენტებად, რომლებიც ეროვნულობას ებრძვიან!

თემაც საინტერესოდ შემოაგდეს, საკონსტიტუციო უმრავლესობა გვჭირდება ამისთვის ამისთვის და ამისთვის, მაგრამ მეოთხეს მერე გეტყვითო..

და სანამ ჩვენ ტვინს ვიჭყლეტდით..აგერ ბატონო, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება!

მაგრამ ისიც ხო ნათელია, რომ საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე, ასეთ მანევრს ქოცები ვერ დაიწყებდნენ (თავს გაიბანძებდნენ, რაც მოხდა კიდეც რეალობაში)..

ბევრს ავიწყდება, რომ ილია მეორე არის ძალიან ძლიერი პოლიტიკოსი..ვერცერთმა მმართველმა ძვრა ვერ უყო...
ასე რო, მგონია-დარწმუნებული ვარ, მიანიშნებდა ქოცებს (ოღOნდ პირდაპირ არ იტყოდა), რომ მშვენიერი აზრია და რატომაც არა... ქოცებმაც ჭამეს და დაიწყეს ამ მიმართულებით მუშაობა...

უცებ, გამოდის საპატრიარქო და მსგავსი სისულელე არც კი გვიფიქრიაო)))... ოცნებისთვის ეს იმდენად დიდი შოკი იყო, რომ საპატრიარქოს განცხადების შემდეგ, დაჟინებით მოითხოვეს ეპისკოპოსების კრება, იქნებ მანდ მაინც გადაეტეხათ სიტუაცია (ალბათ საჭირო ზარებიც იყო).. მარა არც ამან იმუშავა, პირიქით, გამოვიდნენ სასულიერო პირები და ეს არ უნდა დავუშვათო))..

ეს რასაკვირველია ჩემი ვერსიაა , მაგრამ მგონი რეალისტური..

6 months ago

მესმის რო ფეხბურთის ყურება ეხლახან დაიწყო ბევრმა...
მაგრამ, ჩეხეთი არის (და იყო ყოველთვის) ეგრეთწოდებული გერმანული ფეხბურთის სკოლის მიმდევარი, ანუ ფიზიკა, ჩაწოდებები, ორთაბრძოლები, მოედნის ცენტრის დათრევა...
და ხო, დინამო იქნებოდა თუ ნაკრები, ყოველთვის კატასტროფულად ვაგებდით(ანგარიშს არ ვგულისხმობ, უშანსოდ წაგებას) ამ სკოლასთან, იტალიელებიც სხვათაშორის..
ხოდა ეს ფრე, ჩათვალეთ სასწაულია)..
პ.ს. არ მაქ სანიოლთან პრეტენზიები? რასაკვირველია კი!.. მარა არა ბუდუზე, ჩაკვეტაძეზე , კვეკვესკირზე და ნუ არის კიდე ნუანსები.. მარა ამას ჩემზე ბევრად კარგად ფეხბურთის რეალურად ექსპერტები იტყვიან!

6 months, 2 weeks ago

ბოლო ორი წელიწადის განმავლობაში, ამერიკელებმა რუსებს ალბათ ყველაზე სერიოზული სანქციები ხიეს...

მთელი დასავლეთი დაჩქარებული ტემპებით აწვდის იარაღს უკრაინას, და ეს ეტყობა ფრონტს უკვე.. განსაკუთრებულად რუსულ ჰსთ სისტემებს, რომლებიც პაჩკა პაჩკა ნადგურდებიან!

ნება მისცა დასავლეთმა უკრაინას, რუსეთიც დაბომბოს დასავლური იარაღით..

ევროპელი სამხედრო ინსტრუქტორებიც უკრაინაშI არიან უკვე...

ფინანსებიც წინა პერიოდებთან შედარებით, უსწრაფესად იძებნება უკრაინისთვის..

რატო? რა მოხდა?

ჩემი აზრით, დასავლეთს არ უნდოდა (სხვადასხვა მიზეზების გამო) კონფლიქტის ესკალაცია და ცდილობდა რამენაირად ძველი სტატუს ქვო აღედგინა..

მაგრამ!! პუტინის იერიშმა ხარკოვის ოლქში (და ეს ფრონტის სტატუს ქვოს დარღვევა+ესკალაციაა) , ასევე საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა (დასავლეთი რეალური საფრთხის წინაშეა შუა აზია-ჩინეთის კორიდორი დაკარგოს და რუსეთი გაჯლიგინდეს აქ)... ევროამერიკელ პოლიტიკოსებს ნათლად დაანახა, თუ სისუსტეს გამოიჩენენ, შემდეგი ბრძოლები სადღაც ბერლინთან მოუწევთ, არანაირი კონფლიქტის ლოკალიზება არ ხდება და ვერც მოხდება!..

შესაბამისად აშკარად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება , რუსული სამხედრო ძალის (შესაბამისად პუტინის რეჟიმისაც) განადგურება-გადატეხვის!..

ამ ფონზე იდეალურად ჯდება სომხეთის მკვეთრი დაახლოება უსა-სთან!...

და ჩვენ რა? ალბათ ის, რო ქოცებმა მოახერხეს და სასწაულად არასწორი ფსონი დადეს.. თუ დასჭირდა დასავლეთს, მთელ თავის რესურსებს აამუშავებს, საქართველოს ცივილზაციურ ორბიტაზე დასაბრუნებლად..

პ.ს. ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოება გულხელდაკრეფილი უნდა ვიჯდეთ.. გახსოვდეთ, არჩევნებია წინ!

We recommend to visit

الحياة فقاعة صورها قبل أن تنفجر ツ ....

Last updated 3 weeks ago

JAMnews არის ხუთენოვანი ინტერნეტ-გამოცემა, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ააღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მუშაობს. ჩვენი საიტია - jam-news.net

ახალი ამბები, ანალიტიკა, ისტორიები - საქართველოდან, კავკასიიდან, მსოფლიოდან

Last updated 1 month, 1 week ago

🎀📁 𐙚   ˚ ⊹ cuTtiEe3xO be myself with a soft cute pink color and also symbolize the cuteness inside of me, are you curious about my next vlog? then let's see together (t.me/jamesesu) 𐂯 ! ♡

Last updated 1 month, 1 week ago