Infinite Entertainment, Zero Cost: Get Your Free Books, Music, and Videos Today!

Alt-Info News

Description
alt-info.ge
Advertising
We recommend to visit

طرز استفاده فیلمارو اینجا پیدا کن:🍰🍿

Last updated 3 weeks, 3 days ago

👤 ممبر آپلودر ( اخلاقی و غیر )
🚀 استارت و واریز آنی
💰امکان خرید با رمز ارز و ریال
👨🏻‍💻پشتیبانی 24 ساعته
- @MemberUploaderiBot

Last updated 5 months ago

alt-info.ge

Last updated 1 month ago

1 month ago
***📌***საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი (112) მოსახლეობას …

📌საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი (112) მოსახლეობას ამინდის მკვეთრი გაუარესების შესახებ აფრთხილებს:

„გაცნობებთ, რომ 3-4 აპრილს საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ", - წერს 112.

განცხადებას აკეთებს გარემოს ეროვნული სააგენტოც:

„3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 4 აპრილის დილამდე, საქართველოში მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. საღამოს საათებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც,“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

1 month ago
***📌***ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი აბრამ …

📌ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი აბრამ პეილი საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ამერიკელი დიპლომატი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროდუქტიული შეხვედრები ჰქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებში, სადაც განხილული იყო ირანთან დაკავშირებით სანქციების შესაბამისობის საკითხი.

აბრამ პეილი ასევე აცხადებს, რომ შეხვედრები გამართა აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობების წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს ირანის წინააღმდეგ სანქციების დაცვის საკითხი და ძალისხმევა ირანის რეჟიმის დესტაბილიზაციის ქცევის პრობლემის გადასაჭრელად.

1 month ago
***📌*** 37 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე …

📌 37 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე მისი 29 წლის მეუღლე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 2 აპრილს, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ყოფით ნიადაგზე არსებული კონფლიქტის შედეგად, მეუღლე - 1987 წელს დაბადებულ მ.გ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ ნ.ხ. ცხელ კვალზე დააკავა" - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

3 months ago
***📌*** რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის …

📌 რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი:

„ჩვენ არ ვაპირებთ ამ ბლოკის რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმას. დასავლეთში ყველა გონიერ ადამიანი ესმის ეს, მაგრამ თუ ზედმეტად ითამაშებენ და ხელყოფენ ჩვენი ქვეყნის მთლიანობას, მაშინვე მიიღებენ ადეკვატურ პასუხს. ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს – დიდ ომს, რომელსაც NATO ვეღარ აირიდებს თავიდან. იგივე მოხდება, თუ NATO-ს რომელიმე ქვეყანა თავის აეროდრომებს ბანდერელებს დაუთმობს ან თავის ჯარებს ნეონაცისტებთან განათავსებს. ისინი, აუცილებლად, გახდებიან ჩვენი შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური სამიზნეები და უმოწყალოდ განადგურდებიან, როგორც მტრები. ეს უნდა ახსოვდეს ყველა ჩაფხუტიანს NATO-ს სიმბოლოებით, რომლებიც დღეს ჩვენი საზღვრებიდან არცთუ ისე შორს აჟღარუნებენ იარაღს“.

3 months ago
***📌*** Reuters-ის ინფორმაციით, იორდანიის სამხედრო ბაზაზე …

📌 Reuters-ის ინფორმაციით, იორდანიის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის პასუხადა აშშ-მა სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე საჰაერო იერიშები დაიწყო. გამოცემა აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ სირიასა და ერაყში ავიაიერიშების სამიზნე ირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ და მასთან დაკავშირებული სამხედრო ჯგუფების ობიექტებია.

3 months ago
***📌*** ღაზაში ბრძოლის შეჩერება ლიბანთან საზღვარს …

📌 ღაზაში ბრძოლის შეჩერება ლიბანთან საზღვარს არ შეეხება, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა. მისი თქმით, ღაზაში მიმდინარე ისრაელ-ჰამასის ომის შეჩერება ლიბანში მდებარე ტერორისტულ დაჯგუფება „ჰესბოლასთან“ ბრძოლაზე არ იმოქმედებს.

„თუ „ჰესბოლას“ ჰგონია, რომ, როდესაც სამხრეთში ცეცხლის შეწყვეტა იქნება, ის ცეცხლს შეწყვეტს და ჩვენც შევჩერდებით, ისინი ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ… გარკვევით ვამბობ: სანამ არ მივაღწევთ ისეთ სიტუაციას, როდესაც [ისრაელის] ჩრდილოეთში მცხოვრებლებისთვის უსაფრთხოების აღდგენა იქნება შესაძლებელი, მანამდე არ გავჩერდებით. როდესაც ამას მივაღწევთ შეთანხმებით ან სამხედრო საშუალებებით, მაშინ შევძლებთ დამშვიდებას”, - განაცხადა გალანტმა.

3 months, 1 week ago
***📌*** სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, …

📌 სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო 16 წლის ბიჭთან დაკავშირებით, რომლის გაუპატიურების ბრალდებით 51 წლის ჰომოსექსუალი მამაკაცი დააკავეს, განცხადებას ავრცელებს.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მომართვის საფუძველზე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მყისიერად ჩაერთო აღნიშნული საქმის შესწავლის პროცესში და განახორციელა შესაბამისი მოქმედებები, მათ შორის, საპროცესო წარმომადგენლობა. არასრულწლოვანი იმყოფება უსაფრთხო გარემოში და მასთან მუშაობს სააგენტოს სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. გამოკვეთილი საჭიროებების შესაბამისად გაგრძელდება შემდგომი ღონისძიებები არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებისა და უფლებების დაცვის გათვლისწინებით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

გაუპატიურების ფაქტი ხაშურის რაიონში მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის, მე-4 ნაწილის ,,გ" პუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს.

3 months, 1 week ago
***📌*** თავად ზურაბიშვილმაც გადასარევად იცის, რომ …

📌 თავად ზურაბიშვილმაც გადასარევად იცის, რომ აბსოლუტურად არაფერ შუაში იყო ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტთან დაკავშირებით, იცის, ასევე, ისიც, რომ მხოლოდ ხელის შეშლისთვის თუ გამოიყენებდა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის გუშინდელ ვიზიტს სალომე ზურაბიშვილი განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნა: „მივესალმები სომხეთის პრემიერის ვიზიტს, თუმცა სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს“.

3 months, 1 week ago

📌 გილოცავთ მოციქულთა სწორის და ქართველთა განმანათლებლის წმინდა ქალწული ნინოს ხსენების დღეს!

3 months, 2 weeks ago

📌თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ჰუმანიტარული მიზნით პაუზებს. მაგრამ ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ამ დროს ცეცხლის შეწყვეტას

We recommend to visit

طرز استفاده فیلمارو اینجا پیدا کن:🍰🍿

Last updated 3 weeks, 3 days ago

👤 ممبر آپلودر ( اخلاقی و غیر )
🚀 استارت و واریز آنی
💰امکان خرید با رمز ارز و ریال
👨🏻‍💻پشتیبانی 24 ساعته
- @MemberUploaderiBot

Last updated 5 months ago

alt-info.ge

Last updated 1 month ago