Misija je da zaštitimo slabije. Cilj je da ne moramo više. ??
Last updated 4 months, 3 weeks ago
Dobrodošli na zvanični T-kanal redakcije "Nulta Tačka" www.nultatacka.rs
Last updated 2 months, 4 weeks ago
Vesti / Svet / Srbija / Politika / Istorija / Ekonomija
✉️ [email protected]
Last updated 4 days, 8 hours ago
❗️არნახული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პირობებში "ალტ-ინფოსა" და პარტიის ლიდერების ოფიციალური გვერდები ფეისბუკის ადმინისტრაციამ წაშალა!
ორმოცდაათი ათასი ხმა ავიღეთ.
რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, პოლიტიკური საქმიანობისთვის ეს ძალიან ცოტაა.
ჩვენ სიმართლით ვცადეთ გამარჯვება, უკან არაფერზე დაგვიხევია, რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ... მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. მხოლოდ იდეა და სწორი ნაბიჯები საკმარისი არ აღმოჩნდა. ხმები მიიღეს პარტიებმა რომლებსაც ბევრი ფული აქვთ.
ჩვენ ვიცოდით რომ პოლიტიკაში ყველაფერს ფული განსაზღვრავს, მაგრამ იმედი გვქონდა, რომ თუ ამ ქვეყნისთვის მებრძოლი ადამიანებისგან, ძლიერ გუნდს შევქმნიდით, მაქსიმალურად სწორ ნაბიჯებს გადავდგამდით, შედეგს მაინც დავდებდით. მაგრამ, ძლიერი, პატრიოტი ადამიანებისგან შემდგარი გუნდი და სწორი ნაბიჯები, არ აღმოჩნდა საკმარისი. უფულობამ თავისი შედეგი გამოიღო. ეს მეტი არაფრის ბრალი არაა, მხოლოდ იმის, რომ ფული არ გვქონდა.
მე ძალიან ვწუხვარ, რომ ამდენ ადამიანს რომლებიც ასე გვერდში დაგვიდგნენ, ჩვენთან ერთად იბრძოლეს, არჩევნებზე ხმა მოგვცეს და თან ხმების დაცვაში გვეხმარებოდნენ, იმედები გავუცრუეთ.
ყველა ვინც ჩვენთან ერთად იბრძოლა და ვინც ხმა მოგვცა, ამ ქვეყანაში მეტი თქვენნაირი რომ იყოს, საქართველოს პრობლემები არ ექნებოდა.
დიდი მადლობა ყველას!
📍„ეს არის ყოფილი „დანიის ქალთა მუზეუმის“ ამჟამინდელი სიმბოლო. საქმე ის გახლავთ, რომ „ქალთა მუზეუმი“, რომელიც 1982 წელს დაარსდა დანიის ქალაქ ორჰუსში, 2023 წელს გადაკეთდა „დანიის გენდერულ მუზეუმად“. ამ ფაქტის მიზეზად ადგილობრივმა მმართველებმა დაასახელეს უხერხულობა, რომელსაც იწვევს მხოლოდ ქალთა ტრანსფორმაციის ისტორიის მიწოდება მნახველებისთვის, რაც შეიძლება შეურაცხმყოფელი იყოს მამაკაცებისთვის. ამდენად, შეიცვალა მუზეუმის კონცეფცია და ამის ნიშნად მუზეუმის შესასვლელთან დაიდგა 3,5 მეტრიანი მამაკაცის ფიგურა ძუძუმწოვარა ჩვილით ხელში, რომელიც მუზეუმის სავიზიტო ბარათი გახდა...
მუზეუმში ტარდება ღონისძიებები, რომლებიც ეძღვნება გენდერის თემას, სქესობრივი აღზრდის ისტორიას. ასევე, მუზეუმში არის სივრცე, სადაც განიხილება სქესის თანასწორობა ბავშვებში და ეწყობა გამოფენები, სადაც ასახულია ბავშვობის ხანა და ცვლილებები, რომლებსაც განიცდის ეს ასაკობრივი კატეგორია ბოლო 150 წლის განმავლობაში,“ - წერს ჟურნალისტი მარიკა ლაცაბიძე „ფეისბუქზე“.
📍 საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი “ქართული ოცნების” 23 ოქტომბერს დაგეგმილ წინასაარჩევნო ღონისძიებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ღონისძიებასთან დაკავშირებით ცალკეულ ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.
„მოსალოდნელი გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ პირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან. ღონისძიებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა, 23 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეკრების დასრულებამდე იმოქმედებს. მოძრაობა ღონისძიების დასრულებისთანავე ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
📍 საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს ორბელიანების სასახლეში შეხვდა.
შეხვედრის ამსახველ ფოტოს ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“ ავრცელებს, თუმცა სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია სრულ კლოუნადად იქცა
„ოცნება“ იმდენად დასუსტებულია, რომ ნაცები ერთ-ერთ ოფისში მიუვარდნენ და ჩხუბი აუტეხეს
როგორ იწერენ პარტიები წინასაარჩევნო კვლევებში სასურველ პროცენტებს - გახარიას აღიარება
გახარია მაგნიცკის სიით დასანქცირებული პირების პარლამენტში მოხვედრას კატასტროფად მიიჩნევს ))
Misija je da zaštitimo slabije. Cilj je da ne moramo više. ??
Last updated 4 months, 3 weeks ago
Dobrodošli na zvanični T-kanal redakcije "Nulta Tačka" www.nultatacka.rs
Last updated 2 months, 4 weeks ago
Vesti / Svet / Srbija / Politika / Istorija / Ekonomija
✉️ [email protected]
Last updated 4 days, 8 hours ago